მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყო.
სუბსიდია ჩაგერიცხებათ იმ ბანკში, რომლის ანგარიშიც რეგისტრაციისას მიუთითეთ. ამ დროისთვის სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით შესაბამის პორტალზე 852 915 ბავშვია რეგისტრირებული.
აქვე შეგახსენებთ, რომ 200-ლარიან სუბსიდიას არ ექვითება საშემოსავლო და მის აღებას ის პირებიც შეძლებენ, ვისაც საბანკო დავალიანება აქვთ. აღსანიშნავია, ისიც, რომ მთავრობის მიერ გაცემულ 200-ლარიან დახმარებას აიღებენ ის პირებიც, რომლებიც რეგისტრაციის პროცესში არასრულწლოვნები იყვნენ და 18 წელი თანხის დარიცხვის დროს დაერიცხათ.
18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შეიქმნა სპეციალური პორტალი - daxmareba.moh.gov.ge, რომელზეც რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.
იხილეთ ასევე: ჩამოეჭრება თუ ბავშვთა 200-ლარიან დახმარებას საშემოსავლო და მიიღებენ თუ არა მას ბანკში „გაშავებული“ მშობლები
200-ლარიან დახმარებას ის ბავშვებიც მიიღებენ, რომლებიც 1 დეკემბრამდე დაიბადებიან
რა შემთხვევაში მიიღებენ სრულწლოვნებიც 200-ლარიან დახმარებას - მთავრობის დადგენილება
როგორ მიიღებენ განქორწინებული ან ემიგრანტი მშობლები, ბავშვის 200-ლარიან დახმარებას? - პასუხგაუცემელი კითხვები
ვინ მიიღებს პირველი თანხას?!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...