სიახლეები
სიახლეები

რატომ არ იხსნება საბავშვო ბაღები 15 სექტემბერს - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება
01-09-2020
-
+


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ რატომ არ იხსნება საბავშვო ბაღები 15 სექტემბერს. მინისტრის მოადგილის თქმით, ბაგა-ბაღების სკოლებთან ერთად გახსნა გარკვეულწილად სარისკოა. მისი თქმით, საბჭომ დაწესებულებების ეტაპობრივად გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. 

„საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ჩვენ რეკომენდაციები მოვამზადეთ და გამოვეცით. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენ ეპიდემიის კონტროლი საშუალებას გვაძლევს, არის ეტაპობრივი გახსნა და ეტაპობრივი მოშვება შემზღუდავი ღონისძიებების.

სკოლის გახსნა არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა და ამდენად, 15 სექტემბერს, როდესაც ჩვენ სკოლის გახსნას ვგეგმავთ, გარკვეული გარდამავალი პერიოდი გვჭირდება, ვიდრე შემდეგ დამატებით ღონისძიებას გავხსნით. ამ შემთხვევაში, საბავშვო ბაღები დარჩა ის დიდი თავშეყრის ადგილი, რომელიც ჯერჯერობით არის შეზღუდვის რეჟიმში. სჯობს, რომ უსაფრთხოდ გაიხსნას, ვიდრე ახლა გავხსნათ და ისევ დასაკეტი გაგვიხდეს ყველაფერი”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა ისევ გამკაცრდეს ზომები, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რეგულაციების თავიდან შემოღების საჭიროება არ არის და ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.

„ერთეული შემთხვევები არ ნიშნავს არაფერს საგანგაშოს. თუ ჩვენ შევხედავთ საერთო სურათს, ვნახავთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი ანუ ტესტირების შედეგად გამოვლენილი დაინფიცირებული ადამიანების პროპორციული რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. თუ ჩვენ დღეში ვატარებთ 5000-მდე ტესტირებას და აქედან 25 არის დადებითი, ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიურად ქვეყანა არის საიმედო. სიტუაცია არის სტაბილური, კონტროლირებადი. სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ რომ განსაკუთრებულ შემზღუდველ ღონისძიებებზე ვისაუბროთ - არა, მაგრამ უნდა დავიცვათ ის წესები, რაზეც აქამდე შევთანხმდით”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება