მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იმისთვის, რომ ბავშვი სწავლით არ გადავტვირთოთ, მნიშვნელოვანია ვასწავლოთ მნიშვნელოვნის და მეორეხარისხოვანის გარჩევა. მაგალითად, ვასწავლოთ, რომ დავალებები რომლებიც მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს პირველ რიგში შეასრულოს. ამასთან არ ღირს თითოეულ დავალებაზე ჩაკირკიტება და მისი იდეალამდე მიყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს მთელი მისი თავისუფალი დრო მოხმარდება და პირადი ინტერესებისთვის- თამაშისთვის, სპორტისთვის გართობისა და დასვენებისთვის მას უკვე რესურსი არ დარჩება.
დასაწყისშივე შეეცადეთ არ მოამზადოთ ბავშვის ნაცვლად საშინაო დავალება და ეს პროცესი ზედმეტად არ გააკონტროლოთ, არამედ მასზე მთელი პასუხისმგებლობა ბავშვს გადააბარეთ.
ეს ჩამოუყალიბებს მას დამოუკიდებლობას და მომავალში სირთულეების არიდებაში დაეხმარება. ასევე პასუხისმგებლობის გადაბარება შესაძლოა გამოიხატოს ბავშვის მიერ საშინაო დავალების შესასრულებელი დროის შერჩევაში.
დაე თავად გადაწყვიტოს, როდის მიუჯდეს გაკვეთილებს, მაგრამ დაუწესეთ გარკვეული ჩარჩოები - მაგალითად, მან უნდა მოამზადოს საშინაო დავალება საღამოსთვის, მაგრამ მიეცით უფლება გადაწყვიტოს, თუ როდის შეასრულებს.
იხილეთ ასევე: როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის: ვუვითარებთ 5 საკვანძო უნარს
რა უნდა გადაამოწმოთ პირველკლასელის სკოლაში გაშვებამდე - რჩევები მშობლებს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური