სიახლეები
საინტერესო

რა ევალებათ სკოლის ექიმებს და ვინ შეასრულებს მათ ფუნქციას ისეთ სკოლებში, სადაც ექიმი არ ჰყავთ?
15-09-2020
-
+


ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები უსაფრთხოების ზომების დასაცავად ახალი რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ.

რეკომენდაციებში, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს გაუგზავნა, გაწერილია სკოლის სამედიცინო პერსონალის მოქმედებებიც. თუმცა აქვე საინტერესოა კონკრეტულად ვის დაევალება ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები ისეთ სკოლებში, სადაც ექიმი არაა.

რომელ ღონისძიებებში უნდა ჩაერთონ სკოლის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები?

  • სკოლის დღის რეჟიმის შედგენა;
  • ზედამხედველობა მოსწავლეთა კვების ბლოკის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასა და საკვები
    პროდუქტების უსაფრთხოებაზე;
  • მუშაობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის;
  • ზედამხედველობა სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე;
  • მეთვალყურეობა სასწავლო დაწესებულებაში დასუფთავებასა და ჰიგიენური რეჟიმის
    უზრუნველყოფაზე;
  • მონაწილეობა ჰიგიენური განათლების პროგრამებში, ჰიგიენური უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშემწყობ აქტივობებში.

როგორ უნდა მოეწყოს სამედიცინო ოთახი სკოლებში?

სკოლის სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობა და მედიკამენტები. (გადაუდებელი შემთხვევის დროს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადის გამოძახებისა და მშობლების ინფორმირების უზრუნველყოფა სკოლის დირექციის
მოვალეობაა).

სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე სკოლის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ექიმამდელი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას.

კაბინეტში თვალსაჩინო ადგილას განთავსებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველი დახმარების
ინსტრუქცია/პროტოკოლი.

სკოლის სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობაში უნდა შედიოდეს:

  • მაგიდა;
  • ტახტი;
  • სააფთიაქო კარადა;
  • სამედიცინო სასწორი ;
  • სიმაღლის საზომი;
  • ხელის დინამომეტრი;
  • თერმომეტრი;
  • ტონომეტრი;
  • ფონენდოსკოპი;
  • გამადიდებელი ლუპა;
  • რეზინის ლახტი;
  • რეზინის სათბური;
  • ბუშტი ყინულისათვის;
  • სამედიცინო მაკრატელი;
  • პინცეტი;
  • ნიღაბი ,,პირით-პირში” სუნთქვისთვის;
  • საკაცე;
  • მაცივარი;
  • მედიკამენტები

აქვე, მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ პირმა, რომელსაც სკოლაში შესვლისას 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება, 15 წუთში სიცხე ვერცხლისწყლის თერმომეტრით უნდა გაისინჯოს (ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ).

ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში რეკომენდაციები ასეთია:

  • ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
  • მოსწავლეს მოარგეთ პირბადე და განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;
  • საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა პირს (მათ შორის, მოსწავლეს) უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1-მეტრიანი დისტანცია და მოსწავლეები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;
  • დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღირიცხოს შესაბამის ფორმაში.
  • დღის განმავლობაში დაწესებულებაში მყოფი ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;
  • დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლებისა და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
  • რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით;
  • სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება ხდება ტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);
  • მოსწავლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და კარანტინის/თვითიზოლაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესაბამისად.

როგორც სკოლის დირექტორებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, სკოლებში, სადაც ექიმები არ არიან, მათ ფუნქციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე, სავარაუდოდ, მანდატურები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დამრიგებლები შეითავსებენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება