მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსებით გამოწვეულ გაციებას შეუძლია იმუნური სისტემა SARS-CoV-2-ის დასახვედრად მოამზადოს და მისცეს მას შესაძლებლობა ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს ინფექციას, თვლიან ლა-ჰოლის იმუნოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები. კვლევის შედეგები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
კორონავირუსების ოჯახი 40-ზე მეტ ვირუსს აერთიანებს, რომელთა ნაწილი ადამიანებში შედარებით მარტივად გადასატან რესპირატორული ვირუსულ ინფექციას წარმოადგენს. მკვლევარებმა მიაქციეს ყურადღება, იმას რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომელთაც COVID-19 არ გადაუტანიათ, Т-უჯრედები ჰქონდათ, რომელთაც SARS-CoV-2-ის ამოცნობა შეუძლიათ. Т-უჯრედები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს შეძენილ იმუნურ პასუხში - ისინი უცხო ანტიგენების მატარებელი უჯრედების ამოცნობას და განადგურებას უზრუნველყოფენ.
მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ Т-უჯრედები სხვა კორონავირუსებით ინფიცირების შემდეგ გაჩნდა. ამ თეორიის შესამოწმებლად, მათ, SARS-CoV-2-ის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, 2015-2018 წლებში აღებული ადამიანის სისხლის ნიმუშები გააანალიზეს. სისხლის ეს ნიმუშები Т-უჯრედებს შეიცავდნენ, რომლებიც SARS-CoV-2- ის 100- ზე მეტ სპეციფიკურ უბანზე რეაგირებდნენ.
იმუნური სისტემის ასეთ „მეხსიერებას“ შეუძლია ახსნას, რატომ გადააქვს ზოგიერთ ადამიანს COVID-19 მარტივად, ვიდრე სხვებს,- აღნიშნავენ კვლევის ავტორები. მაგრამ ისინი დასძენენ, რომ ეს ძალიან სპეკულაციური ჰიპოთეზაა და მისი დამტკიცებას შემდგომი კვლევა სჭირდება. ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის, რა როლს თამაშობს Т-უჯრედები COVID-19-თან ბრძოლაში - აღნიშნავენ მეცნიერები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.