მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თითქმის 25 წელია მშობლიურ, ღვირიშის საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლის და გული სწყდება, რომ ახლანდელი თაობა პროფესიად მასწავლებლობას ნაკლებად ირჩევს. თავად ბაკურ ტვილდიანი სკოლის, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის პატრიოტად რჩება და მიუხედავად იმისა, რომ ახალბედა მასწავლებელს იმ პერიოდში მოუწია მუშაობა, როდესაც პედაგოგები შიშველი ენთუზიაზმით, ერთგულად ემსახურებოდნენ საკუთარ საქმეს, მაინც არასოდეს მიუტოვებია მოსწავლეები. სკოლის დამსახურებაა, იმ პერიოდში საქართველოში რომ დავრჩიო, - გაგვიმხილა და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზეც გვესაუბრა, ინტერვიუ კი იმით დაიწყო, როგორ ელიან სასწავლო წლის დაწყებას ცაგერის მუნიციპალიტეტის, ღვირიშის საჯარო სკოლაში:
- მოუთმენლად ველით სკოლაში დაბრუნებას, ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ახალ სასწავლო წელს ასე შევხვდებით.
- მასწავლებლებს პირბადით მოგიწევთ გაკვეთილების ჩატარება, ბატონო ბაკურ…
- ეს ძალიან რთული იქნება და არაბუნებრივიც, მაგრამ მთავარია, სასწავლო პროცესი აღდგეს და რასაც დაგვავალებენ, დავემორჩილებით რეგულაციებს.
- კაცი მასწავლებელი არცთუ ხშირია, პროფესიის არჩევანი რამ განაპირობა?
- სტუდენტობიდან ვმუშაობ სკოლაში მასწავლებლად, საგანიც მიყვარს, ბავშვებიც, პროფესია კი მასწავლებელმა შემაყვარა და თითქმის 25 წელია სკოლაში ვარ.
- მოღვაწეობა იმ პერიოდში დაიწყეთ, როდესაც მასწავლებლები შიშველი ენთუზიაზმით ემსახურებოდნენ ამ საქმეს. ალბათ, რთული იყო დამწყები მასწავლებლისთვის, ბოლომდე ერთგული დარჩენილიყავით საკუთარი პროფესიის.
- ძალიან რთულად გავიარეთ ის პერიოდი... მაშინ დამწყები მასწავლებელი ვიყავი და სტიმულს გამოცდილი პედაგოგები მაძლევდნენ... იმ პერიოდში ბევრმა დატოვა ქვეყანა, თუმცა დიდწილად, სკოლამ გადამაწყვეტინა, სამშობლოში რომ დავრჩი.
- ისტორია არ არის მარტივი საგანი, თქვენი აზრით, როგორ უნდა დააინტერესოს მასწავლებელმა ბავშვები?
- ძალიან აზრიანი, შეგნებული თაობაა...
- და მომთხოვნიც, მასწავლებლის მიმართ…
- ინტერნეტმა, გახსნილობამ, ამ ყველაფერზე იქონია გავლენა და მოსწავლეებს, ხშირად, მასწავლებელზე მეტი ინფორმაცია აქვთ.
- და როგორ უნდა უპასუხოს პედაგოგმა მოსწავლის უხერხულ კითხვას ისე, რომ თავად არ იგრძნოს უხერხულობა, ბატონო ბაკურ?
- ბავშვმა შეიძლება დასვას კითხვა, რაზეც ინფორმაცია მასწავლებელს არ აქვს, თუმცა როდესაც არსებობს გულწრფელი, ღია ურთიერთობები, უხერხულობა ნაკლებად იქმნება, მთავარია, არსებობდეს ნდობა. სულ უნდა ვიშრომოთ მასწავლებლებმა, სხვანაირად არ გამოდის, ასეთია ჩვენი პროფესია.
- თქვენი პროფესია დაუფასებელია?
- დიახ, არის...
- ბავშვების სიყვარული დაფასება არ არის?
- ესაა უდიდესი ბედნიერება... პედაგოგი უფრო დაფასებული უნდა იყოს, თორემ ბავშვებისგან მართლაც დიდ სიყვარულს ვგრძნობთ.
- და კიდევ არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა, რომელიც მასწავლებელს კარიერული წინსვლის საშუალებას აძლევს და რომელმაც პედაგოგებში უკმაყოფილება გამოიწვია...
- უდავოდ, ბევრ სირთულეს აწყდება პედაგოგი, სრული ქაღალდომანიაა, შემდეგ ბავშვებს აკლდება ყურადღება და ამის გამო ზარალდებიან. ხშირად შედის ცვლილებები სქემაში, ადვილი არაა, ფეხი აუწყო ამ ყველაფერს და ამიტომ მხოლოდ მე კი არა, ბევრი პედაგოგი გამოთქვამს უკმაყოფილებას; იმედია, ყველაფერი დალაგდება, ეს რეფორმაც მიიღებს საბოლოო სახეს, მასწავლებელიც კმაყოფილი იქნება და რაც მთავარია, არც მოსწავლე დაზარალდება.
როდესაც სკოლაში დავიწყე მუშაობა, მაშინ საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, არადა ეს უდავოდ საჭიროა, თუმცა შედარებით ადვილად მიღწევადი რომ იყოს ეს ყველაფერი მასწავლებლისთვის, უკეთესი იქნებოდა.
- და როდესაც სკოლაში მუშაობას იწყებდით, მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდით, დისტანციური სწავლება თუ მოგიწევდათ, როგორ გაუმკლავდით?
- რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი რამ მოხდა, თუმცა ხელი შეგვიწყო სამინისტრომაც, ადგილობრივმა ხელისუფლებამაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან ყოველთვის ოპერატიულად ვიღებდით ინფორმაციას, ბავშვებიც მაქსიმალურად დაგვიდგნენ მხარში...
- რას გვეტყვით დისტანციური სწავლების ხარისხზე, მით უმეტეს, მოსწავლის ცოდნის შემოწმების მექანიზმი პედაგოგებს ნაკლებად გქონდათ…
- ალბათ ყველას აზრი ასეთია - დისტანციური სწავლებისას არ არის ისეთი ხარსიხი, როგორც კლასში ჩატარებული გაკვეთილისას, მაგრამ მოხარული ვარ, რომ მაინც მოვახერხეთ - სასწავლო წელი არ ჩავარდნილიყო და ბავშვებიც მიტოვებულები არ აღმოჩენილიყვნენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა განასახიერებს ქართული ზღაპრისა და მულტფილმის გმირები
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...