მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიულ მუზეუმს ნუგზარ კოპალიანი 2006 წლიდან ხელმძღვანელობს და დღემდე ერთგულად ემსახურება ამ დიდ საქმეს. დიახ, იგი ეროვნული საგანძურის ჭეშმარიტი მცველია, რომელიც დღეს ძირითადი პროფესიისთვის იშვიათად იცლის. არადა მხატვარია და ძალიან ენატრება ეს საქმე, თუმცა რა გაეწყობა - დიადი საქმე დიდ მსხვერპლშეწირვასაც მოითხოვს.
რა გზა განვლო დღემდე, როგორ პატრონობს ცაგერის ისტორიულ მუზეუმს ეროვნული საგანძურის ერთგულ მცველებთან ერთად და რას ურჩევს ახალგაზრდებს - Etaloni.ge-ს ვარლამ მახარობლიძის სახელობის, ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, მხატვარი ნუგზარ კოპალიანი ესაუბრება, რომელმაც თავიდანვე გაგვაფრთხილა, საკუთარ თავზე ვერ ვილაპარაკებო და ერთადერთი რაც გაგვიმხილა, ისაა, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო, ახლა ხატვას ნაკლებად ახერხებს.
- 1958 წელს, ოზურგეთში დავიბადე, ოზურგეთის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, 1975 წელს ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიაში - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე; 1986 წლიდან მუშაობა დავიწყე ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მხატვარ გამფორმებლად, პარალელურად ვმუშაობდი ცაგერის სახალხო თეატრის მთავარ მხატვრად, გაფორმებული მაქვს მრავალი სპექტაკლი. რამოდენიმე წელი ვხელმძღვანელობდი ცაგერის საბავშვო სამხატვრო სკოლას, 2006 წლიდან დღემდე კი ვარ ცაგერის ვარლამ მახარობლიძის სახელობის ისტორიული მუზეუმის დირექტორი.
- ალბათ ადვილი არაა, ამდენი წელი ერთი საქმის ერთგული დარჩე. რა მდგომარეობაშია დღეს ცაგერის მუზეუმი, ბატონო ნუგზარ?
- ცაგერის ისტორიული მუზეუმში დაცულია 11 ათასზე მეტი ექსპონატი და თავად მუზეუმი, მატერიალური ბაზით, სრულად აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებს. შეუძლებელია, აქვე არ აღვნიშნო, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობითა და დაფინანსებით, მოხდა ძველი შენობის აღდგენა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად,
- ახალგაზრდების მხრიდან თუ არის დაინტერესება და ზოგადად, თქვენი აზრით, რამდენად სცემს პატივს თანამედროვე თაობა ეროვნულ საგანძურს?
- რაც შეეხება ახალგაზრდობას, მათი მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის, ეროვნული სიძველეებისა და სახელოვანი წარსულის მიმართ ინტერესი უდავოდ არის, თუმცა არა ისეთი, როგორსაც ვისურვებდით.
- რამ გამოიწვია ეს ერთგვარი გულგრილობა?
- ვფიქრობ, ყველაფერი ამ მხრივ, არასაკმარისი მუშაობის შედეგია, თუმცა ვიმედოვნებ, დამოკიდებულება შეიცვლება და თაობები სათანადოდ დააფასებენ საკუთარ ისტორიას.
- ადგილობრივი ხელისუფლება თუ აფასებს საკუთარ ისტორიას, ბატონო ნუგზარ და რამდენად გრძნობთ მათ თანადგომას, მით უმეტეს, უკვე მითხარით, რომ მუზეუმის შენობა აღადგინეს?
- გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სათანადოდ უდგას მხარში ცაგერის ისტორიულ მუზეუმს; ყოველთვის ვგრძნობთ მათ ზრუნვას და ამისთვის დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო. დღეს ცაგერის ისტორიულ მუზეუმს ყველა პირობა გააჩნია, რათა ნორმალურად წარიმართოს სამუზეუმო საქმიანობა, ასე რომ პრობლემები ნაკლებად გვაქვს.
- სამომავლოდ, რა გეგმები გაქვთ?
- გვსურს, საჭირო ღონისძიებების გატარებით, მაქსიმალურად მოვიზიდოთ ვიზიტორები, ექსპოზიციები და ფონდები შევავსოთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით, მით უმეტეს, რომ არქეოლოგიური გათხრები თითქმის ყოველწლიურად ტარდება ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების მიერ. ამის შემდეგ კი ახალგაზრდებს ვურჩევდი, მეტად დაინტერესდნენ ეროვნული საგანძურით, რადგან ესაა ჩვენი ერის წარსულის სახელოვანი ისტორიის ამსახველი. ბრძენმა თქვა: „ვინც წარსულს პატივს არ სცემს და ჰგონია, აწმყო აქვს, მას მომავალი არ გააჩნია“... ამიტომ, უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ ისტორიას და ყველა ერთად დავდგეთ ეროვნული საგანძურის სადარაჯოზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...