სიახლეები
სიახლეები

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გამოვლინდა
05-10-2017
-
+


''მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გამოვლინდა. 

ჯილდოს მფლობელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი / სპეც.მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა გახდა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალურმა სპონსორმა - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილმა 10 000 ლარი გადასცა, ხოლო დანარჩენი ოთხი ფინალისტი კი ლიბერთი ბანკმა დააჯილდოვა.

ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესწრებოდა:

''განათლების რეფორმა არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი, სასკოლო განათლება კი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის გაუმსჯობესება თავიდანვე დავსახეთ ერთ-ერთ პრიორიტეტად. სწორედ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის გაზრდას ემსახურება ''მასწავლებლის ეროვნული ჯილდო''. პირველად ტარდება წელს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ტრადიციად იქცევა. გვინდა, რომ ამ ჯილდოთი ხაზი გაესვას პროფესიის მნიშვნელობას. პირობას გაძლევთ, მომავალში პროფესიული პრესტიჟი კიდევ უფრო გაიზრდება.'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ 

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. 

ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისს გლობალური ჯილდოს 2016 წლის გამარჯვებული ჰანან ალ ჰრუბი ეწვია. 

აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად განხორციელა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია.  „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

შეგახსენებთ, რომეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 114 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან ფინალისტები სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. 

''მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს'' ფინალისტები იყვნენ: 

  • ეკა წულუკიძე - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ნათია ფურცელაძე - ქ. თბილისის კერძო სკოლა „ქორალი“-ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ნინო აბულაძე - ქ. თბილისის N 43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი
  • ვლადიმერ აფხაზავა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი / სპეც.მასწავლებელი
  • თეა ნონიკაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება