სიახლეები
სიახლეები

გადაიხდის თუ არა პედაგოგი სავალდებულო ტრენინგებში თანხას და რა გელით, თუ მათ გავლაზე უარს იტყვით? - მენტორს გაუფორმდება უფროსის ხელშეკრულება
04-09-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით უფროს, წამყვან და მენტორ პედაგოგებს პროფესიული განვითარების მიმართულებით სავალდებულო ტრენინგების გავლა განესაზღვრათ.

  • უფროსი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 20 საკონტაქტო საათი;
  • წამყვანი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 12 საკონტაქტო საათი;
  • მენტორი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 6 საკონტაქტო საათი.

ფასიანი იქნება თუ არა პედაგოგების ტრენინგები? რა საფრთხე ემუქრებათ იმ მასწავლებლებს, ვინც სავალდებულო ტრენინგებს არ გაივლის? ამ საკითხზე პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელი მაია კობახიძე გვესაუბრება:

- როდიდან იწყება სავალდებულო ტრენინგები, იქნება თუ არა ფასიანი ან რომელ დღეებში ჩატარდება? შეიძლება რომ აღნიშნული ტრენინგები შაბათ-კვირას ჩაუტარდეთ პედაგოგებს?

- ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ეს გასავლელი თემებია, შემიძლია მხოლოდ აღვნიშნო ის, რომ საგაკვეთილო პროცესს არ უნდა შეეშალოს ხელი და ეს კანონით არის დარეგულირებული; გამომდინარე აქედან, სამუშაო დღეებში ვერც ერთი ტრენინგი ვერ დაწესდება, რაც შეეხება საფასურს -  გადაიხდის პედაგოგი თუ უზრუნველყოფს სამინისტრო?

2010 წლიდან, როდესაც დაიწყო პედაგოგთა სერტიფიცირება, ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვა იყო ის, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, შესაბამისად უფასო ტრენინგებით უზრუნველყოფა არის სახელმწიფოს პრეროგატივა და ვალდებულება. გამომდინარე აქედან, ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, თუკი მასწავლებელს სახელმწიფომ დაუწესა სავალდებულო ტრენინგების გავლა, ამაში მასწავლებელმა გადაიხადოს საფასური. სახელმწიფო აწესებს სავალდებულო ტრენინგებს და მანვე უნდა უზრუნველყოს ეს ყველაფერი.

- კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის ეს ტრენინგები ხომ ფასიანია?

- ამ შემთხვევაში, როცა პროფესიულ განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას შეეხება საკითხი, კერძო სკოლამ უნდა უზრუნველყოს პედაგოგთა გადამზადების საკითხი, საქართველოს სკოლებს ამის შესაძლებლობა არ აქვს და დასანერგია ეს სისტემა - თვითონ სკოლამ მოახდინოს გადამზადება პედაგოგის;  მე ბევრი კერძო სკოლა ვიცი, სახელმწიფოს მიერ გაღებული ვაუჩერი ხმარდება კომუნალურ გადასახადს, იჯარას, სკოლის აღჭურვას მატერიალურ-ტექნიკური ბაზით... და არა ბავშვის განათლებას და გამომდინარე აქედან, მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებას, კერძო სკოლამ ამ შემთხვევაში თავად უნდა უზრუნველყოს პედაგოგთა გადამზადება, მაგრამ რაც შეეხება საჯარო სკოლას, თუ სახელმწიფო უწესებს პედაგოგს სავალდებულო ტრენინგებს, მანვე უნდა განახორციელოს ეს ყველაფერი.

- თუ ვერ გაიარეს, მაშინ რა ხდება?

- ასეთ დროს დირექტორს უფლება აქვს, გაუფორმოს დაბალი სტატუსის ხელშეკრულება.

არსებობდა ჩანაწერი, რომ საჯარო სკოლის დირექტორს უფლება აქვს, გაუფორმოს მასწავლებელს დაბალი სტატუსის ხელშეკრულება და ჩვენ გავაპროტესტეთ ეს, მხარი დაგვიჭირა მასწავლებლის სახლმა, მისმა ხელმძღვანელობამ, შემდეგ წარვუდგინეთ  სამინისტროს ჩვენი შეხედულებები და ჩაემატა ამ ნორმას - „დირექტორის წერილობითი დასაბუთების საფუძველზე“ - ეს ჩვენთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო ობიექტური იქნება დირექტორის გადაწყვეტილება, მეტი ბერკეტი გვექნება დირექტორის წერილობითი დასაბუთების საფუძველზე გავაპროტესტოთ და შეიძლება მივმართოთ კიდეც სასამართლოს, იქიდან გამომდინარე, როგორი იქნება დირექტორის დასაბუთება. რადგან ასეთ დროს მასწავლებელი სტატუსის დანამატით ზარალდება, ტრენინგების გავლის გარეშე მას სტატუსი არ ჩამოერთმევა, მაგრამ შეიძლება მაგალითად, მენტორ მასწავლებელს გაუფორმდეს უფროსის ხელშეკრულება, თუ მან ვერ დააკმაყოფილა პროფესიული სტანდარტი.

შესაბამისად, სტანდარტის მოთხოვნების შესასრულებლად მასწავლებელს უწესდება პროფესიული განვითარების სავალდებულო ტრენინგები.

სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება, პედაგოგები კი ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემით იხელმძღვანელებენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება