სიახლეები
სიახლეები

„საჭიროების შემთხვევაში დაიხურება სკოლები და გადაიხედება ყველა სანიტარული ნორმა“ - ეკატერინე ტიკარაძე
03-09-2020
-
+


არსებული რეკომენდციები სკოლებისთვის არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე - აღნიშნულის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ გადაცდომები დაფიქსირდება, დაიხურება სკოლები, გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები და შემოწმდება სანიტარული ნორმები.

„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ავიმაღლოთ საკუთარი პასუხისმგებლობა და არსებული რეკომენდაციები აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ კოვიდთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ. ამ ეტაპისთვის ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის,  ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთა გადაცდომები, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება იმისათვის, რომ გვქონდეს საუკეთესო გამოსავლები, ჩვენმა ბავშვებმა რომ უსაფრთხო გარემოში განაგრძონ სწავლა.

რეაგირება იქნება შემდეგი რომ საჭირო შემთხვევაში დაიხურება სკოლები, გადაიხედება ყველა სანიტარული ნორმა და მისი აღსრულება, გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები და შემდგომ მიეცემათ სწავლის გაგრძელების საშუალება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ასევე:„სკოლების დაწყება დამატებითი წნეხი იქნება“ - გიორგი გახარია კონტროლის გამკაცრებაზე საუბრობს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება