მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ორგანიზაცია „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ხელშეწყობით და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახალი სასწავლო წლიდან დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლას საკუთარი გარე სპორტული მოედანი ექნება.
„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ორგანიზაცია „ევროკავშირი საქართველოსთვის“ თითოეულ წარმომადგენელს დედოფლისწყაროში და მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ნიკოლოზ ჯანიაშვილს ამ პროექტის მხარდაჭერისა დაწარმატებით განხორციელებისათვის. პროექტის ღირებულება არის 60 000 ლარი, რომლის ფარგლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით შემოიღობა სკოლის გარე პერიმეტრი და მოეწყო მულტიფუნქციური სპორტული მოედანი.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები - გაკეთდა პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილი შშმ მოსწავლეებისთვის; განახლდა შესასვლელი ფოიე, შიდა სველი წერტილები და საპირფაშეოები; გაკეთდა სარინელები და შეიცვალა წყალსაწრეტი მილები.
სკოლის პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების სახელით მადლობას ვუხდით მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ ჯანიაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს ნუგზარ პაპიაშვილს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ეთერ დავითაშვილსა და ირაკლი შიოლაშვილს, რომელიც მაჟორიტარობის პერიოდში არაერთხელ დაეხმარა სკოლას პრობლემების მოგვარებაში“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა