მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მზია ბერაძე საქართველოში იმ ორმოცდაათამდე პედაგოგს შორისაა, რომლებსაც „მაიკროსოფტმა“ ექსპერტის წოდება მიანიჭა. „მაიკროსოფტი“ სხვადასხვა საგანმანათლებლო აპლიკაციებს ქმნის, რომელთა გამოყენება სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ აპლიკაციებზე მუშაობას ეუფლებოდა ერთი წლის განმავლობაში.
პროგრამის მონაწილეები აპლიკაციებში საკუთარ ნაშრომებს ქმნიდნენ, დიდი ყურადღება ექცეოდა საავტორი უფლებებს. ექსპერტები მხოლოდ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გახდნენ.
„ყველაზე მთავარი ისაა, რომ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მზია მასწავლებელი მოსწავლეებსა და კოლეგებს გაუზიარებს. 21-ე საუკუნეში მხოლოდ წიგნიდან მიღებული ცოდნა არაა საკმარისია. აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა, რაც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ერთ-ერთი კომპონენტი სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაა. ამაში კი ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და ხიდრის სკოლას მასწავლებელ მზია ბერაძის მიერ „მაიკროსოფტის“ ტრენინგებზე მიღებული გამოცდილება გამოადგება“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა