მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლას ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახლადაშენებული სკოლის შენობა მოინახულა.
„სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ვეწვიე სოფელ ეწერის საჯარო სკოლას, რომლის მშენებლობა უკვე დასრულდა. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია განათლების სამინისტროს მიერ. მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან თანამედროვე გარემოში. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით. აქ სწავლისთვის ყველა პირობაა შექმნილი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ანალოგიური პროექტები – ახალი სკოლების მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია – მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე, მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
სოფელ ეწერის თანამედროვე სტანდარტების სკოლა მზად არის 2020-2021 სასწავლო წლისთვის მოსწავლეების მისაღებად. იგი 120 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის. სკოლის ეზოში მოეწყო სპორტული მოედანი. პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.2 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა