სიახლეები
პიროვნება

„ჩემი ლექსები მაცოცხლებს“ - პოეტ ნუნუ ბერიშვილის გულახდილი ინტერვიუ
09-09-2020
-
+


ბავშვობა ჩოხატაურში, შუასურებში გაატარა, თუმცა მოგვიანებით ცხოვრება ქობულეთს დაუკავშირა. ახლა ჩოხატაურში, მეუღლის სახლში ცხოვრობს. ნუნუ ბერიშვილი, რომელმაც საზოგადებას თავი საკუთარი ლექსებით შეაყვარა, მალე 81 წლის ხდება და Etaloni.ge- საკუთარი ცხოვრების შესახებ უამბობს. როგორ დაუკავშირა ცხოვრება პოეზიას? - ვერც ამ ისტორიას მოისმენთ ემოციის გარეშე და ვერც მის ლექსებს, რომლებსაც თავად საოცარად კითხულობს. ინტერვიუს კი რიტორიკული კითხვით იწყებს:

- როგორ ვიქნები ხანდაზმული ადამიანი, რომელსაც უყვარს პოეზია და რომელიც ამით ცოცხლობს? იცით,  ცხოვრებას საღი თვალით ვუყურებ და პოზიტივით ვცოცხლობ; ალბათ მაცოცხლებს ჩემი ლექსები:

ყველაზე მეტად, რაც ჩემში ღვივის, ეს პოეზიის სიყვარულია,

სული ვერ იტევს, მოედინება, როგორც - მჩქეფარე ნაკადულია“...

- პოეზია რამ შეგაყვარათ, ქალბატონო ნუნუ?

- ბავშვების სიყვარულმა... ჩვენთან ეზოში, არ იყო ბავშვი, მე არ მომევლო და სიყვარული არ გამეზიარებინა. გარდა ამისა, ისეთ ლაღ ბუნებაში გავიზარდე, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი შუასურები ჰქვია. იქ იყო ადგილები, სადაც ადამიანს ფეხი ჯერ არ დაუდგამს და წარმოიდგინეთ, მდინარე სუფსის გაღმა ირმებს ვხედავდი. ორიოდე წლის წინ ვეწვიე მშობლიურ სოფელს, ბავშვობის მოგონებებში აღბეჭდილ საოცარ ალაგს... ბავშვობის წლები ძალიან ბევრს ნიშნავს.

მოგვიანებით, ცხოვრება აჭარას დავუკავშირე, ძალიან მიყვარს ქობულეთი, ბათუმი... მოღვაწეობა დავიწყე საბავშვო ბაღში - ჯერ მასწავლებელი ვიყავი, შემდეგ - ბაღის გამგე, მოგვიანებით დამაწინაურეს და ვიყავი განათლების მუშაკი.  ასე გამოვიდა, სულ ვემსახურებოდი ჩემს ბავშვებს და ეს იყო უდიდესი სიყვარული, ჩემი მამოძრავებელი მთელი ცხოვრება. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ვერ მოვიცალე, ყურადღება მიმექცია ჩემი პოეზიისთვის. გვიან გამოვუშვი წიგნი, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო... დავარიგე და ერთადერთი ეგზემპლარი დამრჩა მხოლოდ:

„დროზე ვერ შევძელ, გამეხსნა მე ჩემი გულის სარკმელი,

გადმოვაფრქვევდი ამ გრძნობებს, არ დამრჩებოდა სათქმელი“...

- არის ისეთი რამ, რაც ლექსებით არ გითქვამთ?

- რა დალევს სათქმელს? თუმცა ჩემს ყველა ლექსს აქვს იდეაც და შინაარსიც...  ამ ბოლო დროს,  პოზიტიურ განწყობას ვნერგავ, ძალიან მინდა, ხალხს მივმართო სწორედ პოზიტივით, ცხოვრება ხომ ძალიან ხანმოკლეა... უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა, რას მიაქციონ ყურადღება და როგორ მოიქცნენ, ასაკში რომ შევლენ:

„და თუ დაგათოვა წლებმა ასე უხვად, და თუ გული ამას ვეღარ ეპუება,

არა, არ დანებდე, თავი დააჯერე, სულის ყვავილები დროს ვერ ეგუება“.

- ხელოვანი ადამიანების შრომა და ღვაწლი ფასდება დღეს საქართველოში?

- ადამიანი ბუნებით უნდა იყოს კეთილი და მე ჩემი სიკეთე ცუდად დამიბრუნდა. ქობულეთში, საბავშვო ბაღში მუშაობისას მივიღე სამოთახიანი ბინა, რომელიც ოჯახს დავუთმე, რადგან ტყუპი იშვილეს. შემდეგ შევედი კოოპერატივში, მაგრამ საბოლოოდ, ის ბინა არ აშენდა და ამის გამო გულნაკლული მივდივარ, თორემ ქობულეთს არაჩვეულებრივი მერი ჰყავს, პოეზიის საღამო მომიწყვეს, პატივით გამაცილეს, ქობულეთიც მშვენდება, ლამაზდება, ხალხის სიყვარული კი ჩემნაირი ადამიანებისთვის უმთავრესია.

- როგორ პოულობთ საკუთარ თავში ძალას, მოვლენებს პოზიტიურად უყუროთ?

- ეს პოზიტივი ჩემში რომ არ იყოს, ალბათ არც 80 წლის ვიქნებოდი... ვარ პიროვნება, რომელსაც უყვარს მუსიკა, ბუნება, ბავშვები, ხალხი... იცით, ადამიანში სიკეთე თუ ღვივის, მას სტიმული აქვს. მე მაცოცხლებს ხალხთან ურთიერთობა, პოეზია, პოზიტივი.

„ლაღად მოლივლივე ვარსკვლავთ შეუერთდი, სცადე, აირიდო სევდის სიმფონია,

 იგრძნობ, მარტო არ ხარ, შენთან არის ღმერთი და ნუ დაგაჩოქებს ბედის ირონია“...

ასეთია ჩემი სულისკვეთება!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება