მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მოსწავლეებს შორის ყველაზე მეტად კორონავირუსული ინფექციის გამავრცელებლები შესაძლოა უფროსკლასელები იყვნენ.
მათი კვლევის შედეგები საიტ MedRxiv-ზე გამოქვეყნდა. ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა სკოლებში კარანტინის მოხსნის შემდგომ სიტუაციას გაუკეთეს მოდელირება და გაარკვიეს, რომ შემოდგომაზე შესაძლოა პედაგოგებსა და მაღალი კლასის მოსწავლეებს შორის ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს - მათგან 40,7%-ს შესაძლოა СOVID-19-ის სიმპტომები გაუჩნდეს.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ პათოგენის გამრავლება უმცროსი ასაკის ბავშვებში უფრო დაბალია, ვიდრე უფროსკლასელებში. პროგნოზი დაფუძნებულია მონაცემებზე, რომელთა თანახმად 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები ორჯერ უფრო ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ინფექციის მიმართ, ვიდრე უფროსი ასაკის მოსწავლეები.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ინფიცირებულთა დონის შემცირება შესაძლებელია, კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებით. როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, უფროს კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა ყველაზე ხელსაყრელი სცენარით არ უნდა აღემატებოდეს 10 ადამიანს. ამასთან დაწყებით კლასებში შესაძლებელია ერთდროულად 20-მოსწავლემდე იმყოფებოდეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება