სიახლეები
სიახლეები

„გამარჯობა, მე რატი ვარ... თქვენც გაიგეთ, izrune.ge-ს ტესტი პირველმა რომ გავიარე?“
07-09-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წელი ახლოვდება და ჩვენც, izrune.ge-ს ახალი სეზონი გახსნილად გამოგვიცხადებია. პირველი ტესტირება უკვე ჩატარდა - „სიბრძნის ხუთშაბათის“ ტესტი ათასობით მოზარდმა გაიარა - მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რაოდენ მნიშვნელოვანია მზრუნველ პროექტთან მეგობრობა, ჩვენ კი უამრავ წარმატებას ვუსურვებთ ერთგულ მეგობრებს, რომლებიც საკუთარი მიღწევებით გვაბედნიერებენ.

რატი ჩალაური ის ბიჭუნაა, რომელმაც 2020-2021 სასწავლო წლის izrune.ge-ს პირველი ტესტი პირველმა გაიარა და მიუხედავად იმისა, ზაფხულის არდადეგები ჯერ არ დასრულებულა, იგი დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდა ტესტისთვის. საქმე ის გახლავთ, რომ რატის ჯერ არ შეუღია სკოლის კარი, 15 სექტემბერს იგი პირველ კლასში წავა და ახლა უკვე ორმაგად ამაყი შეაბიჯებს თბილისის N117 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში, რადგან სწავლა მზრუნველ პროექტში საოცარი წარმატებით დაიწყო.



რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის izrune.ge-ს პროექტებში ჩართულობა და რას გრძნობს მშობელი, როდესაც შვილის წარმატებას ასე თვალნათლივ ხედავს, ამის შესახებ რატი ჩალაურის დედიკო, მზია კახაბრიშვილი გვესაუბრება:

- საერთოდ, რატის ძალიან უყვარს სიახლეები და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რატომაც დავარეგისტრირე izrune.ge-ზე. თუმცა კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ რატის ორი უფროსი ძმაც ერთგული „იზრუნელია“ და ნაბოლარასაც ძალიან უნდოდა პროექტში მონაწილეობა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ელოდა პირველ ტესტირებას, ყოველ წუთს საათს უყურებდა - არ დამაგვიანდეს და ტესტი დროულად გავიაროო.

- ჯერ სკოლაში არ მისულა და უკვე ასეთი წარმატებულია, რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, ის შედეგი, რომელიც რატიმ „სიბრძნის ხუთშაბათის“ ტესტში მოიპოვა?

-  ვამაყობ... ძალიან სასიამოვნო გრძნობაა და აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, თავად პროექტის მნიშვნელობა. კითხვებიც კი, ისეთი სიფრთხილითაა შერჩეული, ბავშვები სიამოვნებით ერთვებიან ტესტირებაში. პირადად, როგორც მშობელი, ბედნიერი ვარ, izrune.ge რომ არსებობს და სწორედ მის დადებით გავლენას რომ ვხედავ, სამივე შვილი ჩავრთე პროექტში.

რამდენად მოეწონა ტესტირება და ელოდა თუ არა ასეთ შედეგს? - ჩვენთან საუბრისას, თავად რატიმ ცოტა დაიმორცხვა, თუმცა დაგვპირდა, რომ ამიერიდან, izrune.ge-ს ერთგულ მეგობრებს შორისაა, ყველა ტესტში ასეთივე ენთუზიაზმით მიიღებს მონაწილეობას და რაც მთავარია, ყოველთვის ეცდება, პირველი იყოს:   

„გამარჯობა, მე რატი ვარ, მიხარია, რომ დამიკავშირდით... თქვენც გაიგეთ, izrune.ge-ს ტესტი პირველმა რომ გავიარე?
იცით, ამ დღისთვის ვემზადებოდი, ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ ძალიან მომეწონა კითხვები... ველოდი, რომ პირველი ვიქნებოდი და გამიხარდა. წელს სკოლაში პირველად წავალ და კარგად უნდა ვისწავლო, რადგან მინდა izrune.ge-ს ტესტი ყოველთვის პირველმა გავიარო. ჩემ ძმებსაც ვუთხარი ამის შესახებ და მომილოცეს. გპირდებით, izrune.ge-ს ტესტებს ყოველთვის გავივლი და დედიკოსაც საკუთარი შედეგებით ყოველთვის გავახარებ“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოება - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება
Loading...