სიახლეები
სიახლეები

რა შემთხვევაში შევა მშობელი სკოლაში? - განათლების სამინისტროში სანიტარია-ჰიგიენის მიმართულება შეიქმნა
07-09-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წელის დაწყებამდე 8 დღეა დარჩენილი. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე აღნიშნავს, 15 სექტემბრამდე ყველა სკოლა აღჭურვილი იქნება სადეზინფექციო საშუალებებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტროში სანიტარია-ჰიგიენის მიმართულება შეიქმნა, რომელიც აქამდე განათლების სისტემაში არ არსებობდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ფარგლებში განათლების სამინისტრომ იმუშავა, რომ ყველა სკოლა იყოს აღჭურვილი სადეზინფექციო საშუალებებით. სკოლას ექნება პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერი თავის ხსნარით, თერმოსკრინინგის აპარატები და ა.შ. ყველაფერი ეს სკოლას უსასყიდლოდ გადაეცემა.

ასევე ვმუშაობთ სანიტარია-ჰიგიენის მიმართულებით, აქამდე არ არსებობდა კონკრეტული მიმართულება განათლების სისტემაში. შეიქმნა გარკვეული პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ გარკვეულ სტანდარტებზე. გარდა ამისა რეკომენდაციების ფარგლებში, წელს ყველა სკოლა იქნება აღჭურვილი ხელსახოცებით, ხელის დასაბანი საშუალებებით და ა.შ. დალაგება- დასუფთავების მიმართულების სტანდარტზე ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ სკოლა მომზადებული დახვდეს ახალ სასწავლო წელს“, - ამბობს ეკატერინე დგებუაძე.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, მართალია მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, თუმცა თუ მათ ამის სურვილი ექნებათ, რა თქმა უნდა შეეძლებათ პირბადე ატარონ. ამასთან, დგებუაძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეებმა უნდა დაიცვან რეკომენდაციები, მათ შორის დისტანციის დაცვა, როგორც კლასებში ასევე დასვენების პერიოდში.

„ამ დოკუმენტში განსაზღვრულია, რომ სკოლაში სავალდებულოდ უნდა ეკეთოს პირბადე მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ პერსონალს. მოსწავლეების შემთხვევაში სავალდებულო რეკომენდაცია არ არის, მაგრამ თუ მოსწავლეს აქვს სურვილი, პირბადე ატაროს სასწავლო პროცესის დროს ეს მისაღებია და არავინ არ დაუშლის.

აქ არის საუბარი იმაზე, რომ პირბადის ტარების წესის დაცვის მიმართებაში შეიძლება იყოს გარკვეული გამოწვევები მოსწავლეებში, ამიტომ თუ ჩვენ დავიცავთ დისტანციას საკლასო ოთახებში და სკოლებშიც მაქსიმალურად ეცდებიან შესვენებაზეც და მოხდება დასვენებაზე დისტანციის კონტროლი, ჩვენ მაქსიმალურად ავირიდებთ საფრთხეებს“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მშობლების სკოლაში შესვლა რეკომენდირებული არ არის, საჭიროების შემთხვევაში მათ ამის უფლება მიეცემათ.

„სკოლის შენობაში მშობლების შესვლა, აქამდეც არ იყო დაშვებული, თუმცა რეგულაციაში ესეც წერია, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, რომ უცხო პირები შევიდნენ სკოლაში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მშობელი იქნება თუ სხვა უცხო პირი, შევიდეს სკოლაში დაელაპარაკოს მასწავლებელს თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ჟანრის პატარა ნაწარმოებები წაუკითხეს თავიანთ თანატოლებს

ღინისძიებას ორგანიზება გაუწია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელდინო იობაშვილმა

მოსწავლეებმა წამოთქვეს ლექსები, იმღერეს ინგლისურ და გერმანულ ენებზე

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება