სიახლეები
სკოლები

„გილოცავთ ძვირფასებო სტუდენტობას!“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის 84 კურსდამთავრებულიდან 75 სტუდენტი გახდა
08-09-2020
-
+


სირთულეების, გამოწვევებისა და უჩვეულო სიახლეებთან გამკლავების 2019-2020 სასწავლო წელი იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლისთვის და კურსდამთავრებულთათვის, ტრადიციულად, წარმატებული აღმოჩნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო რთულ პირობებში მოუწიათ მასწავლებლებს და აბიტურიენტებს მუშაობა და გამოცდების ჩაბარება, სიამაყით ვიტყვით, რომ წელსაც საუკეთესო შედეგით დაამთავრეს ჩვენმა მე-12 კლასელებმა სკოლა.

84 კურსდამთავრებულიდან 75 მათგანი უმაღლეს სასწავლებელში მოეწყო, ამათგან რვამ 100%-იანი დაფინანსება მიიღო - ლევი ჭელიძემ, ვლასი პირველაშვილმა, ცოტნე სირაძემ, საბა ჩუბინიძემ, მარიამი გობრონიძემ, მარინე ლანჩავამ, თეკლა ჯაიანმა და ანა ონიანმა.

შვიდმა 70%-იანი - ანა ძოწენიძემ, გიორგი ხვადაგიანმა, ნენე გელაზანიამ, მარიამ მაღლაკელიძემ, ლილე სვანაძემ, მარი ჩოგოვაძემ და ვიკა ჭიჭუეიშვილმა,

ხოლო 18 მოსწავლემ კი 50%-იანი გრანტი მოიპოვა - გვანცა მარგველაშვილმა, ციური აფრიდონიძემ, სერაფიტა კეპულაძემ, მარიამ გიორგობიანმა, გიგა ანაკიძემ, ნიკა ფორჩხიძემ, ნინი მეგენეიშვილმა, მარიამ რამინაშვილმა, დიანა ბობოხიძემ, მარიამ ჩიქოვანმა, ლინა დვალიშვილმა, ნია სოხაძემ, ნია შალიკიანმა, ნია ხაბელაშვილმა, ელენე ხვარეშიამ, ანა ბურჯანაძემ, მარიამ უკლებამ და საბა ფანჩულიძემ.

გილოცავთ ძვირფასებო სტუდენტობას!

მიუხედავად სირთულეებისა, თქვენ შეძელით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და თქვენი ცოდნით სასურველ მიზანს მიაღწიეთ.

გილოცავთ სტუდენტობას - სიახლეებით აღსავსე და დაუვიწყარი პერიოდის დაწყებას თქვენს ცხოვრებაში. თქვენი წინსვლა, განათლებაში და პიროვნულ განვითარებაში მიღწეული წარმატებები ქვეყნის წინსვლისა და შენების გარანტია. არ გადაუხვიოთ თქვენს მიერ არჩეულ გზას, მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები და მიაღწიეთ დასახულ მიზანს!“-მიმართავენ პედაგოგები კურსდამთავრებულებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ჟანრის პატარა ნაწარმოებები წაუკითხეს თავიანთ თანატოლებს

ღინისძიებას ორგანიზება გაუწია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელდინო იობაშვილმა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება