მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
COVID-19-თან დაკავშირებული საკარანტინო შეზღუდვების და საზაფხულო არდადეგების შემდეგ მთელი მსოფლიოს სკოლები იხსნება. ბავშვები კლასებს უბრუნდებიან, სკოლები კი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომებს იღებენ.
იტალიის ქალაქ ტურინში საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები გაკვეთილზე პირბადეებით სხედან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სასწავლო წელი ოფიციალურად 14 სექტემბერს დაიწყება, სკოლები ადრე იხსნება, იმისთვის რომ გაკვეთილები ჩაუტარონ იმ მოსწავლეებს, რომლებიც პანდემიის გამო პროგრამას ჩამორჩნენ.
დაწყებითი სკოლის მოსწავლეები მერხებთან, სოციალური დისტანციის დაცვით პირბადეებით სხედან. სარაევო (ბოსნია და ჰერცეგოვინა). 1 სექტემბერი.
მასწავლებლები მოსწავლეების მისაღებად კლასს ამზადებენ. სკოპიე (მაკედონია) 1 სექტემბერი. მთავრობამ, COVID-19-ით გამოწვეული ვითარების გამო, სასწავლო წლის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადადო. მსჯერლობა, იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი, გრძელდება.
რაინლანდ-პფალცი 18 აგვისტო 2020 წელი. ექვსი წლის ტილდა სკოლაში წასვლამდე პირბადეს ისწორებს. გერმანიის სკოლები აგვისტოში გაიხსნა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მაჩვენებელი 20 წელზე უმცროს ბავშვებში სტაბილური რჩება.
ნიცაში (საფრანგეთი), ანრი მატისის კოლეჯის მოსწავლეები. მასწავლებლებმა და 11-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა პირბადეები უნდა ატარონ როგორ შენობებში, ისე ქუჩაში.
ავღანელი მოსწავლეები გაკვეთილზე ქალაქ ჰერათში. ავღანეთში სკოლები 22 აგვისტოს გაიხსნა, მოსწავლეებს პირბადის ტარების ვალდებულება აქვთ. საკლასო ოთახებში ჩვეულზე ორჯერ ნაკლები ადამიანია. გაკვეთილები კი ორ ცვლაში მიმდინარეობს.
მასწავლებლები და მოსწავლეები ღია ცის ქვეშ სწავლობენ. ქაშმირი.
კლასის დეზინფექცია სანა, იემენი.
ფოტო: Hani Mohammed / AP
დეზინფექცია ულტრაიისფერი სხივებით უჰანის(ჩინეთი) ერთ-ერთი სკოლის შენობაში.
ფოტო: AFP
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე