მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თუ სასწავლო დაწესებულებაში ფორმა არსებობს, პირველ დღეს მოსწავლე სწორედ მას მოირგებს, იმ შემთხვევაში კი თუ მკაცრი წესები არ მოქმედებს, მაშინ ფართო არჩევანი გაქვთ. ამასთან, როგორც პირველი დღის, ისე მთელი წლის სასკოლო ტანსაცმლის შერჩევისას, მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ პირველკლასელებს, 6-7 წლის ასაკში უკვე საკუთარი გემოვნება აქვთ და ამიტომ ტანსაცმელი პირველ რიგში მათ უნდა მოსწონდეთ.
გარეგნული ისერსახე წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსკლასელებისთვის, ისინი ხომ სკოლაში 6-თვიანი წყვეტის შემდეგ ბრუნდებიან და ეს მათთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საზეიმოა, ამიტომ არჩევანში ნუ შეზღუდავთ.
ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებით მოსწავლეებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ, მათ შორის, ერთ-ერთი სკოლაში თმის შეკვრას მოიაზრებს. ამიტომ ამ წესის შესრულება არ დაგავიწყდეთ და შვილს სკოლაში თმაგაშლილს ნუ გაუშვებთ.
გთავაზობთ სასკოლო ტანსაცმლის შერჩევის მარტივ წესებს:
ნაჭერი - სკოლის ტანსაცმლის არჩევისას, რა თქმა უნდა, უპირატესობა მიანიჭეთ, სამოსს, რომელიც ნატურალური მასალისგან არის შეკერილი. სინთეტიკის ხანგრძლივი ტარება მოსწავლის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რადგან ხელოვნური მასალისგან დამზადებულ ტანსაცმელში სხეული „არ სუნთქავს“, ამიტომ, შესაძლოა გაჩნდეს ალერგიული რეაქცია, მათ შორის - სუნთქვის გართულება და გამონაყარი. გარდა ამისა, სინთეტიკურ ტანსაცმელში ბავშვი მუდმივად გაოფლიანდება და შესაბამისად ორპირში ყოფნისას გაცივდება. განსაკუთრებით ეს ეხება პერანგებს, რომელიც ბავშვის სხეულს პირდაპირ ეხება. კარგია, თუ ნაჭრის შემადგენლობაში ელასტინი იქნება. ასეთ ტანსაცმელში ბავშვი თავს უფრო თავისუფლად იგრძნობს.
ზომა - არ უყიდოთ ბავშვს დიდი ზომის ტანსაცმელი, იმ მიზნით, რომ მომავალ წელსაც ჩააცვამთ. რა თქმა უნდა, ზუსტი ზომის აღებასაც აზრი არ აქვს - ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან.
მაგრამ თუ თქვენ ირჩევთ ტანსაცმელს, ზომაში სერიოზული მარაგით, ბავშვი ასეთ ტანსაცმელში თავს არაკომფორტულად იგრძნობს და ამასთან, ულამაზოც იქნება. ამასთან, ბავშვები იმდენად აქტიურები არიან, რომ იმაზე ადრე გაცვეთენ სამოსს, ვიდრე ტანსაცმლის ზომამდე გაიზრდებიან.
კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის გამო ზოგიერთი მშობელი არ რისკავს და სასკოლო სამოსის შესაძენად ინტერნეტმაღაზიებს იყენებს, ამიტომ იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ ზომა, აუცილებელია მოსწავლის სიმაღლის, გულმკერდის და თეძოს გარშემოწერილობის გაზომვა. სწორედ ეს პარამეტრებია მითითებული ტანსაცმლის ეტიკეტზე.
ფერი - სკოლის ტანსაცმლის ფერის არჩევისას, გაითვალისწინეთ, რომ პასტელური და მუქი ფერები უფრო მოსახერხებელია. მასზე ლაქა არ შეიმჩნევა და მარტივად არ ხუნდება.
ფსიქოლოგების აზრით, კი მწვანე და ლურჯი ფერი ტვინის მუშაობას ააქტიურებს, შინდისფერი კი დისციპლინისა და თავდაჯერებულობის ხელშემწყობია, ნაცრისფერი კი დამამშვიდებლად მოქმედებს.
ხარისხი - ტანსაცმლის შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ შეკერვის ხარისხს: რამდენად სწორია ნაკერი. წაიკითხეთ მწარმოებლისა და მისი მოვლის შესახებ ინფორმაცია. ხარისხიანი სკოლის ტანსაცმელი გარეცხვისას არ იწელება და არ „დგება“.
ფეხსაცმელი - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის არჩევას. შეეცადეთ უპირატესობა მიანიჭეთ ტყავის, ნატურალურ ფეხსაცმელს, რადგან მისი ტარება ბავშვს ნახევარი დღის მანძილზე მოუწევს და ამ ფეხსაცმლით ირბენს შესვენებებზე.
არ შეარჩიოთ ვიწრო, მჭიდრო ფეხსაცმელი. თუ ბავშვი ბრტყლეტერფიანია, ყურადღება მიაქციეთ ორთოპედიულ მოდელებს.
იხილეთ ასევე: მოსწავლეებს ახალი დრესკოდი დაუწესდათ - რა წესებს უნდა დაემორჩილონ მომავალი სასწავლო წლიდან
როგორ უნდა ეცვას მასწავლებელს? - რჩევები, რომლებიც ბავშვების კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აკადემია პედაგოგებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ გახდნენ ინოვაციური მასწავლებლები
საგამოცდო ლიტერატურა მასწავლებელბისთვის ყველა საგანში - საკითხები, ტესტის ნიმუშები და შეფასების კრიტერიუმები
„ვირუსების პიკი გადავლილი არ არის - განსაკუთრებული რისკის ქვეშ 5 წლამდე ბავშვები არიან, მათ უმრავლესობას ფილტვების ანთება აქვს“ - ივანე ჩხაიძე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს თანატოლებს, რომ წიგნის სიყვარულს შეუძლია სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ
მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე