სიახლეები
სიახლეები

დირექტორები და მასწავლებლები ახალ წესებს დაემორჩილებიან - განათლების მინისტრის ბრძანებით, სკოლების ვალდებულებები კანონით გაიწერა
09-09-2020
-
+


განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე უკვე საბოლოოდ განისაზღვრა ის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს მოსწავლეთა აღრიცხვის შემთხვევაში, დისტანციური სწავლებისას და რაც მთავარია, სკოლები ვალდებულნი არიან აღრიცხონ, ვინ ესწრება ონლაინ-გაკვეთილებს, ვინ არა და რა მიზეზით. ასევე, გაიწერა სკოლის ადმინისტრაციის ვალდებულებები.

მიხეილ ჩხენკელის ბრძანების N95/ნ-საფუძველზე მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა უნდა მოხდეს შემდეგნაირად:

  1. სკოლა ვალდებულია, სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროსმიერ დადგენილი წესით.
  2. კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს მოსწავლის მიერ დისტანციური გაკვეთილის გაცდენის მიზეზები და იმ შემთხვევაში თუ:

ა) აღნიშნული გამოწვეულია მოსწავლის მხრიდან შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის (მოწყობილობისა და ინტერნეტთან წვდომის) არქონით, ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექტორს და პრობლემის მოგვარებამდე მასწავლებელთა ჯგუფთან ერთად ინდივიდუალურად განიხილოს არსებული შესაძლებლობები და დაგეგმოს ალტერნატიული ღონისძიებები მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად.

ბ) მოსწავლესთან/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება და უცნობია გაკვეთილებზე დაუსწრებლობის მიზეზები, სკოლამ უნდა იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

  1. სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ:

ა) მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას;

ბ) მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი.

სკოლებმა  უნდა გააკონტროლონ, ონლაინ-გაკვეთილების ხანგრძლივობა, აკონტროლონ მოსწავლეთა დასწრება და რაც მთავარია კვლევა, თუ რატომ ვერ ახერხებს ონლაინ-სწავლებაში ჩართვას მოსწავლეთა ნაწილი.

  1. სკოლა შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგისთვის.
  2. დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგისთვის განხორციელებული ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს:

ა) დისტანციური გაკვეთილების დადგენილ დროსა და დადგენილი ხანგრძლივობით ჩატარების ზედამხედველობას;

ბ) დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართული მოსწავლეების დასწრების აღრიცხვაზე ზედამხედველობას;

გ) დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების აღრიცხვას და მიზეზების კვლევას;

დ) ეთიკისა და ქცევის ზოგადი ნორმების დაცვის ზედამხედველობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული პერსონალის საქმიანობას დისტანციური სწავლებისას, ბრძანებიდან ირკვევა, რომ:

მუხლი 17. სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ვალდებულებები დისტანციური სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის

  1. სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე(ები) ვალდებულნი არიან დისტანციური სასწავლო პროცესი დაგეგმონ სკოლის რესურსების, თითოეული მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
  2. სკოლის ექიმი და ფსიქოლოგი ვალდებულია გაუწიოს შესაბამისი კონსულტაციები საგნობრივ კათედრებსა და სკოლის პედაგოგიურ საბჭოს გაკვეთილების ფორმისა და ხანგრძლივობის შესახებ.
  3. კლასის დამრიგებელი ვალდებულია კომუნიკაცია იქონიოს თითოეულ მოსწავლესთან, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან. დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩასართავად რაიმე შეფერხების გამოვლენისთანავე მიმართოს სკოლის დირექციას და პარალელურად კლასის საგნის მასწავლებლებთან, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციით დასახოს გზები მოსწავლის მხარდასაჭერად.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება