მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დისტანციური სწავლება მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ერთგვარი გამოწვევა რომ იყო, ფაქტია. თუმცა იმ პერიოდში არც მშობლები იყვნენ კარგ მდგომარეობაში, სწორედ მათ უნდა ეკონტროლებინათ, ესწრებოდა თუ არა ბავშვი ონლაინ-გაკვეთილებს, ამზადებდა თუ არა დავალებებს და კიდევ უამრავი საკითხი, რომელთა მოგვარებაც ონლაინ-მოსწავლეთა მშობლებს უწევდათ.
ახლა კი, განათლების მინისტრის საფუძველზე, ზუსტად გაიწერა ის ვალდებულებები და უფლებები, რომლებიც დისტანციური სწავლების შემთხვევაში მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა გაითვალისწინოს.
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:
ა) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს მოსწავლის ჩართულობას დისტანციურ სასწავლო პროცესში, ხელი შეუწყოს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებაში;
ბ) ითანამშრომლოს სკოლასთან და დაეხმაროს მოსწავლეს სკოლის მიერ დასახული სასწავლო მიზნების მიღწევაში;
გ) თვალყური ადევნოს მოსწავლეს და დროულად შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის დაფიქსირებისთანავე;
დ) შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების შესახებ და ითანამშრომლოს სკოლასთან სირთულის დაძლევის გზის მოძებნაში.
ე) პატივი სცეს მასწავლებლის შემოქმედებით და სამუშაო ონლაინ სივრცეს, დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ - მინისტრის ბრძანება
ნატო ჯავახია ინგლისური ენის მასწავლებელი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი