მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით რეგულაციები ყოველდღიურად იცვლება, რასაც უწყება ითვალისწინებს.
კითხვაზე გამკაცრდება თუ არა სკოლებისთვის რეკომენდაციები, კორონავირუსის შემთხვევების მომატებული ოდენობის გამო, დგებუაძე აცხადებს: „რაც შეეხება გამკაცრებას, ჩვენ ეტაპობრივად ვიღებთ რეკომენდაციებს, როგორც ყველასთვის არის ცნობილი იმ რეგულაციები ყოველდღიურად იცვლება და ჩვენ მივყვებით ამ რეგულაციებს. ამ ეტაპისთვის მოგეხსენებათ რომ მხოლოდ ბათუმისა და ქობულეთის სკოლებში დაიწყება სწავლა დისტანციურად, 15 სექტემბრიდან ხოლო 1 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებში. განათლების სამინისტრო იმოქმედებს იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული“.
მისივე თქმით, თუ სკოლაში რომელიმე პირს მოსწავლეს, მასწავლებელს ან ადმინისტრაციის რომელიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება ჯანდაცვის სამინისტროს და ის გასცემს რეგულაციას, თუ როგორ იმოქმედოს სკოლამ.
„იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს დაუფიქსირდა ტემპერატურა, ის გადადის ცალკე სივრცეში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელახლა ხდება ტემპერატურის შემოწმება. თუ კიდევ დაუდასტურდა რამდენიმე დადასტურების შემთხვევაში მოსწავლე გადადის საიზოლაციო ოთახში და სწორედ ამის შემდეგ ხდება მშობლის ინფორმირება და მშობელს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ მოვიდეს სკოლაში და სახლში დააბრუნოს მოსწავლე.
ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი არ მოდის, ან ვერ მოდის სკოლაში, სკოლა არის ვალდებული, ეს ინფორმაცია აცნობოს 112-ს.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს, ან ნებისმიერ სხვა პირს - იქნება ეს მასწავლებელი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი თუ ტექნიკური პერსონალი, დაუდგინდება ინფექცია, ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება ჯანდაცვის სამინისტროს და ის გასცემს რეგულაციას, თუ როგორ იმოქმედოს სკოლამ,“ - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ „რუსთავი2“-თან ისაუბრა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა