სიახლეები
სიახლეები

შექმნილია აპლიკაცია, რომლითაც მშობელი შვილის შესახებ ინფორმაციას მიიღებს - იქნება თუ არა სკოლა ვალდებული ელექტრონული ჟურნალი გამოიყენოს?
10-09-2020
-
+


არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ სკოლებს, გამოიყენებენ ელექტრონულ ჟურნალს, თუ დარჩება ტრადიციულად, ნაბეჭდი ჟურნალი, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ ჟურნალისტებს  განუცხადა.

მისივე თქმით, ელექტრონული ჟურნალი იძლევა საშუალებას, მშობლებმა შვილების შეფასებისა და დასწრების  შესახებ ინფორმაცია ონლაინრეჟიმში მიიღონ.

„სიახლე იქნება ახალ სასწავლო წელს, როდესაც სკოლებს შევთავაზეთ ელექტრონულ ჟურნალზე გადასვლა. წელს იქნება გარდამავალი პერიოდი და ეს ხისტად არ იქნება ყველასთვის, რომ ელექტრონული ჟურნალი გამოიყენონ. არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ სკოლებს, გამოიყენებენ ელექტრონულ ჟურნალს, თუ დარჩება ტრადიციულად, ნაბეჭდი ჟურნალი. სიახლე არის ძალიან საინტერესო. ეს არის კარგად ორგანიზებული სივრცე ელექტრონული ჟურნალისა, სადაც მოხდება არა მარტო ნიშნების ასახვა, არამედ შექმნილია უკვე სატელეფონო აპლიკაცია. როდესაც მშობელი ჩამოტვირთავს, ყველა ინფორმაციას მიიღებს შვილის შესახებ.  ეს იქნება იქნება დასწრება, კომენტარები და ასე შემდეგ. მშობელს დამრიგებლის მხრიდან ყოველდღიურად ექნება ინფორმაცია  სკოლაში მისი შვილის მოსწრებასთან დაკავშირებით. ეს არის პროექტი, რომელიც გარკვეულ ვადებში უნდა დაგვენერგა, მაგრამ არსებულმა ვითარებამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან სწრაფ რეჟიმში უკვე გადავიდეთ ელექტრონულ ჟურნალზე. დაიწყება ახლა მასწავლებლების გადამზადების პროცესი, ანუ ვებინარები, ვიდეოები ჩაიწერება“, - განაცხადა დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილე სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, მშობლებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. 

„სასწავლო წელს ვიწყებთ, ძალიან ბევრი მოსწავლე მოდის სკოლებში, მოყვებიან მშობლები და ჩვენი, განათლების სამინისტროს თხოვნაა, მაქსიმალურად იყოს დაცული ის წესები, რა წესებსაც ჯანდაცვის სამინისტრო და განთლების სამინისტრო ერთობლივად აწესებს, რათა მოვახდინოთ პრევენცია იმისთვის, რომ არ გავზარდოთ რისკი ეპიდსიტუაციის. ეს იქნება პრევენცია, მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანაში უფრო მეტად არ გართულდეს ეპიდსიტუაცია“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა სცენარი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

„რა თქმა უნდა, სცენარები არსებობს და ჩვენ ამის გამცდილება მივიღეთ, როდესაც გაზაფხულზე გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. გარკვეული სცენარები არსებობს, ჩვენ მივყვებით ყიველდღიურად დინამიკაში, თუ როგორი სიტუაციაა ქვეყანაში და იქიდან გამომდინარე, თუ ამის საჭიროება დადგება, ამ შემთხვევაში შევთავაზებთ გარკვეულ სცენარს, მოდელს, თუ როგორ გადავიდეთ სხვადასხვა ტიპის სწავლებაზე. ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის. ვიწყებთ 15 სექტემბერს სწავლას. სიმართლე გითხრათ, განათლების სამინისტროს დიდი მოლოდინი გვაქვს, რადგან უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. გარდა ამისა, ამდენი ხანი მოსწავლეები სკოლაში არ ყოფილან და დიდი სურვილი გვაქვს, რომ დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, რადგან ადამიანების, მოსწავლეების სოციალიზაცია, ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება