სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

მათემატიკის გამოცდაში წელს პროცენტულად ყველაზე ნაკლები აბიტურიენტი ჩაიჭრა - ჯგუფის ხელმძღვანელის შეფასებები
01-10-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე აღნიშნავს, რომ აბიტურიენტების ცოდნის დონე სიღრმისეული კვლავ არ არის. მიუხედავად ამისა, თევდორაძე etaloni.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მათემატიკაში ბარიერი პროცენტულად ყველაზე ცოტა აბიტურიენტმა ვერ გადალახა.

- წელს პირველად იყო მათემატიკა სავალდებულო საგანთა ჩამონათვალში. როგორ შეაფასებდით მიღებულ შედეგებს?

- თუ სტატისტიკური შედეგები გაქვთ მხედველობაში, ეს უკვე გამოქვეყნებულია. რაიმე მოულოდნელი შედეგი არ ყოფილა. თუ თვისობრივი შედეგი გაქვთ მხედველობაში, ამას დრო აჩვენებს - ანუ პირველ რიგში, ამას იგრძნობენ უმაღლესი სასწავლებლები.

- როგორ ფიქრობთ, გაამართლა თუ არა ცვლილებებმა?

- თავად ფაქტს, რომ მათემატიკა სავალდებულო საგანი გახდა ტექნიკური მიმართულების პროგრამებზე ჩასარიცხად დადებითად მივიჩნევ.  ამ ცვლილების შედეგი გამოჩნდება უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის დროს, დაახლოებით 3-4 წლის შემდეგ, როდესაც გარკვეული სტატისტიკური მონაცემები დაგვიგროვდება.

- წინა პერიოდში აღნიშნავდით, რომ აბიტურიენტები მათემატიკას სიღრმისეულად არ სწავლობენ, შეიცვალა თუ არა ამ მხრივ რამე?

- ამ მხრივ ერთ წელიწადში შეუძლებელია რაიმე არსებითად შეიცვალოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში სწავლების პროცესი მიმდინარეობდა ვირტუალურად.

- რამდენი აბიტურიენტი აბარებდა მათემატიკას და რამდენმა მათგანმა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი?

- მათემატიკას აბარებდა დაახლოებით 12 000 აბიტურიენტი. მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა 17.5%-მა. უნდა აღვნიშნო, რომ წელს პროცენტულად ყველაზე ცოტა აბიტურიენტმა ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი.

- იგეგმება თუ არა ცვლილებები მომავალ წელსაც მათემატიკის გამოცდაში?

- თუ ტესტის სტრუქტურაში დაიგეგმება რაიმე სახის ცვლილება, საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული და სიახლეების შესახებ ინფორმაცია განთავსდება შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება