მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად მზადაა და მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სკოლაში გამოცხადების დღიდან მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
„წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საყურადღებოდ:
ძვირფასო ბავშვებო, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ და შეასრულოთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მოსწავლეთათვის განკუთვნილი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
მოსწავლეების ვალდებულებები:
დაიცავით ჰიგიენის წესები;
დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს“,-აღნიშნულია ადმინისტრაციის მიმართვაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა