მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“ გორის ოფისში ქალებისათვის ტრენინგი ჩაატარა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის მთავარი მიზანი ქალების გაძლიერება და კორონავირუსის თემაზე მათი უნარ-ჩვევების ამაღლებაა.
ქალები გაივლიან გადამზადებას COVID-19 -ის შესახებ, ქალთა უფლებებზე, ეფექტური კომუნიკაციაზე, ლიდერობაზე და სხვა. ტრენერი მაია ღუბელაძეა.
„ტრენინგების დასრულების შემდეგ ლიდერი ქალები კვლევის პროცესში ჩაერთვებიან და თავიანთ კოლექტიურ ცენტრებსა თუ სოფლებში უკიდურესად შეჭირვებულ და გადაუდებელი საჭიროების მქონე ადამიანებს/ოჯახებს გამოავლენენ.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ პროექტის ფარგლებში კვლევის შედეგად გამოვლენილ ადამიანებს/ოჯახებს სხვადასხვა სახის დახმარებას/სერვისს შესთავაზებს - პირველადი საკვები პროდუქტები, საერთო მოხმარების სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებები, ფსიქოლოგიური დახმარება და სამედიცინო დახმარება“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა