მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ფეხბურთის ფედრაციის წარმომადგნლები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლას სტუმრობდნენ და ადგილობრივ მოსწავლეებს სპორტული ინვენტარიც გადასცეს. შეხვედრის შესახებ, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო დოხტურიშვილი გვიამობობს:
„ასლან შაინძის სახელობის, დისველის საჯარო სკოლის, სპორტის გაკვეთილებს წლების განმავლობაში დიდი წარმატებით უძღვება ამავე სკოლის პედაგოგი მარინა ქობულაძე, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით, ზემოთ ნახსენები სკოლის მოსწავლეები, უამრავი ღონისძიების ღირსეული გამარჯვებულები და სანიმუშო აქტივობების წარმომადგენლები არიან.
დღევანდელი გარემოებაც, მათი დამსახურების შედეგია - უეფა-ს სახალისო პროექტის ფარგლებში, დისველის სკოლას ესტუმრნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და სპორტის ამ სახეობის მოყვარულ ბავშვებს გადასცეს ბურთები, სპორტული მაისურები. იმავდროულად, დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები და ღონისძიებამ არსებული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა.
შეხვედრა მოსწავლეებისა და მასწავლებლის აქტიური მოღვაწეობის უფრო მოტივირებულად წარმართვასა და სამომავლო გამარჯვებებზე ფოკუსირებას გულისხმობდა“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“