მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის 32-ე სკოლაში, სადაც კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დასწრებული სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან სავარაუდოდ, ვერ განახლდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 32-ე სკოლის 21 ინფიცირებული თანამშრომლიდან მძიმე მდგომარეობა არცერთს არ აქვს და მათ დაავადებისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.
„ქუთაისის 32-ე სკოლაში 21 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რომელიც თბილისში ჩატარებულ ერთ-ერთ დიდ სადღესასწაულო სუფრას უკავშირდება. ამავე სუფრიდან „ცაგერის კლასტერი“ შეგვექმნა, სადაც 12 დადასტურებული შემთხვევაა, ასევე ქუთაისის 3 შემთხვევა, რომელიც 21 შემთხვევამდე გამოვლინდა და ასევე ზუგდიდის შემთხვევა.
უნდა გავითავისოთ, რომ არ არის ახლა სადღესასწულო და ჭირის სუფრების დრო, რომელიც ძალიან მომატებული რისკია ინფექციის გავრცელების. ფაქტია, რომ ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ ქვეყანაში მოიმატა.
ორი დიდი კლასტერი, რომელიც ახლა ჩამოყალიბდა, სადღესასწაულო სუფრებს უკავშირდება. ერთი ბათუმში დიდი ქორწილი, რომელმაც „გურიის კლასტერი“ მოგვცა, 8 შემთხვევით და მეორე უკვე თბილისის სადღესასწაულო სუფრა.
გამოვლენილი 21 შემთხვევის კონტაქტების კვლევა ახლა მიმდინარეობს.
32-ე სკოლაში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ სკოლის პედაგოგების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კარანტინში და ახლა მიმდინარეობს 21 ინფიცირებულის საავადმყოფოებში გადანაწილება. საბედნიეროდ შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომებითაა, ტემპერატურის მომატებით და ხველით. მძიმე შემთხვევა არცერთი არაა. დიდი ალბათობით, ამ სკოლაში არ იქნება დასწრებული სწავლის განახლების საშუალება. ალბათ, უფრო რეკომენდაცია იქნება, თუ განახლდა სწავლა, ონლაინ რეჟიმში განახლდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა