მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან განახლდება, თუმცა ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღება გახდეს საჭირო - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საუბრობს.
ამასთანავე, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ დღევანდელი მდგომარეობა კეთილსაიმედოა და იმ სკოლებში, რომლებიც რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ სწავლა საკლასო ოთახებში დაწყება.
„დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი მიზანი და ქვეყნის გადაწყვეტილება არის, რომ სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყოს საკლასო ოთახში. თუმცა ხედავთ ეპიდემიის ვითარება ძალიან ცვლადია და სხვადასხვა ლოკაციებში ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც მოხდა ეს მაგალითად, ბათუმის და ქობულეთის შემთხვევაში, სადაც დაიწყება, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში. ამ შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ გარკვეული მოდიფიკაციები უკვე ადგილობრივ დონეზე სკოლებში საჭირო იქნება, მზაობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ გარკვეულ სკოლებში შეიძლება დადგეს კორონავირუსის შემთხვევები და მაშინ დასჭირდებათ სხვანაირი მოქმედებები და ეს მოქმედებებიც გაწერილია.
დღევანდელი მდგომარეობით მაინც ვფიქრობთ, რომ სიტუაცია იმდენად კეთილსაიმედოა, რომ იმ სკოლებში სწავლის დაწყება, სადაც რეკომენდაციები შესრულებულია და სწავლის დაწყების მზაობა არსებობს, ამას ხელი არ უნდა შეეშალოს. ერთადერთი რაზეც საუბარი იყო საზეიმო ღონისძიებების შეზღუდვაა, რადგან ეს დამატებითი რისკია.
ბათუმში და ქუთაისში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება სხვა შემთხვევაში ეს დამოკიდებულია ეპიდემიურ სიტუაციაზე. წერტილოვანი მოქმედების ტაქტიკა, როდესაც კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა