სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი კონფერენციაში - „ისტორიულ გასაყარზე, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“ მონაწილეობდა
11-09-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი  კონფერენციას დაესწრო თემაზე: „ისტორიულ გასაყარზე, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“. პედაგოგი კონფერენციის შემდეგ საკუთარ ხედვას და მოსაზრებას გვიზიარებს.

„2020 წლის 4-6 სექტემბრამდე კახეთში სასტუმრო „ლოპოტაზე“ გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ისტორიულ გასაყარზე, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“. აღნიშნული პროექტი ხორციელდება „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CPCD) მიერ, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან“ და „კავკასიურ სახლთან“ თანამშრომლობით, ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სახის სპეციალისტები:

ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის მკვლევარი-დავით ჯიშკარიანი;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი დავით მალაზონია;

ისტორიკოსი, სახელმძღვანელოს ავტორი ბესიკ ლორთქიფანიძე;

ისტორიის ექსპერტი, ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი თეა ქარჩავა;

ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე-საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ ჩიქობავა; განათლების მკვლევარი სიკო ჯანაშია; სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი; სამოქალაქო განათლების  პროგრამა „მომავლის თაობის“ დირექტორი მარინა უშვერიძე; ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი: ლამზირა ოსეფაშვილი.

კონფერენციაზე განიხილებოდა საკითხი: კონფლიქტ-სენსიტიური განათლების პოლიტიკა, კონფლიქტ-სენსიტიური სწავლების მნიშვნელობა.

საქართველოში არსებული კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი გააკეთეს: ივლიანე ხაინდრავამ და პაატა ზაქარეიშვილმა. ყოველი სამი გამომსვლელის შემდეგ იმართებოდა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

გულწრფელად აღვნიშნავ, რომ ეს იყო მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა, სადაც გულახდილი საუბრები შედგა სკოლებში კონფლიქტების სწავლებასთან, გამოწვევებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო აფხაზეთის, ოსეთის კონფლიქტებს, აფხაზეთის სამართლებრივი გზებით დაბრუნების მექანიზმებს.

მოსწავლე-ახალგაზრდობა არ ფლობს ინფორმაციას აფხაზეთის, ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით, სახელმძღვანელოებში მწირი ინფორმაციაა ამ კონკრეტულ საკითხზე. ერის ცნობიერების ამაღლება- გამოღვიძება  იწყება, ასევე იწყება „ყინულის გალღობის“ ისტორიული პროცესი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფორმირებულობის ამაღლება დაიწყოს მოსწავლე-ახალგაზრდობიდან, პედაგოგებიდან, მშობლებიდან, თემიდან. ჩატარდეს კვლევები, გადამზადდნენ პედაგოგები, შეიქმნას პედაგოგთა ასოციაციები, სადაც ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, კონფლიქტების მართვის სენსიტიურ სწავლებასთან დაკავშირებით, შევიდეს ცვლილება სახელმძღვანელოებში, ამ კონკრეტულ თემას დაემატოს ცოცხალი ინტერვიუები, ონლაინ ჩართვები, მედიარესურსები, წყაროები, სიტუაციური ამოცანები აფხაზეთის ომთან დაკავშირებით, რომელთა გაანალიზება და გადაჭრის გზების ძიება მოსწავლეებს მივანდოთ.

პედაგოგის ოსტატობაზეა დამოკიდებული, როგორი სიფრთხილით მიაწვდის ამ თემას მოსწავლეებს. უნიკალური, ჭკვიანი, მოაზროვნე მოსწავლე-ახალგაზრდობა გვყავს, გაგებით მოეკიდებიან ამ საკითხს, გაანალიზებენ, სიღრმისეულად გაიაზრებენ და ბოლოს და ბოლოს  აფხაზეთის ისტორიას და გეოპოლიტიკურ მდგომარეობას გაეცნობიან.

მახსენდება ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულთა მოღვაწეობა. ყოველი ახალი საქმე, რომელიც ეროვნულ ინტერესებს, ერის გამთლიანებას ისახავდა მიზნად პრესიდან და მათ მიერ გამოცემული ჟურნალ-გაზეთებიდან იწყებოდა.

აფხაზეთის და ოსეთის სწავლების საკითხი საზოგადოების გამოფხიზლებას ემსახურება, რომელშიც არის ფლაგმანის დიდი როლი ტელევიზიასაც ეკუთვნის. ყველა ერთად უნდა დადგეს ქვეყნის სადარაჯოზე.  უმაღლეს სასწავლებლებშიც შევა ამ კონკრეტულ საკითხზე ცვლილებები.

კონფერენციის ბოლოს პროექტის კოორდინატორებმა დამსწრე საზოგადოების ყველა წევრს ლიმიტირებული დროით 2 წუთის განმავლობაში მისცეს საშუალება ჩამოეყალიბებინათ რეკომენდაციები, თუ როგორია სამომავლო ნაბიჯები. აღნიშნული რჩევები გამოიცემა ბროშურის სახით.

ყოველი საქმე საუბრით და დისკუსიით იწყება. საფუძველი ეყრება საშვილიშვილო ისტორიულ საქმეს. მოხარული ვარ, რომ მცირედით მაინც წვლილს შევიტან ქვეყნის გაერთიანების, ერის კონსოლიდაციის და ერის ცნობიერების ამაღლების პროცესში",-წერს სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ჟანრის პატარა ნაწარმოებები წაუკითხეს თავიანთ თანატოლებს

ღინისძიებას ორგანიზება გაუწია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელდინო იობაშვილმა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება