სიახლეები
სიახლეები

„არების“ ლიმიტი უნდა გაიზარდოს - თვალთმაქცი მოსწავლეები და ხშირად გაცდენილი გაკვეთილები ახალ საფრთხეს წარმოქმნის
11-09-2020
-
+


ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში“; - ასეთია ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, რომელიც შესაბამისმა სტრუქტურებმა მოსწავლეების მშობლებს წაუყენეს და რა თქმა უნდა, გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის, უდავოდ, ასეც უნდა მოხდეს, თუმცა ამ დროს დგება ერთი პრობლემა - არადამაკმაყოფილებელი, რომლის განსაზღვრული რაოდენობის შემდეგ, მოსწავლეს ექსტერნის ჩაბარება უწევს.

ჰოდა თუ ვიმსჯელებთ, რომ ბავშვები „გრიპის სეზონზე“ რამდენჯერმე ცივდებიან, ბუნებრივია, არადამაკმაყოფილებლების რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს, ამას დავუმატოთ ისიც, რომ მათთვის არც „სიმულანტობაა“ უცხო, ისიც კარგად იციან, ვერცხლისწყლის თერმომეტრზე როგორ მოამატონ ხელოვნურად ტემპერატურა და ასე, თითო დახველებაზე სკოლა თუ აცდინეს, გამოდის, სულ არ ივლიან. ჰოდა ამ მხრივაც დიდი გაუგებრობა გველის.

Etaloni.ge-მ საკითხის გარკვევა განათლების სამინისტროსთან სცადა, თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით არაფერია გარკვეულია, რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც სკოლებს შესაძლოა ჰქონდეთ, საქმე ისაა რომ ამ ეტაპზე, არავინ არაფერი იცის; მხოლოდ ვარაუდის დონეზე მსჯელობენ, რომ შედარებით დაბალ კლასებში მასწავლებლები შესაძლოა საერთოდ გათავისუფლდნენ არადამაკმაყოფილებლის წერისგან, თუმცა მაღალ კლასებს რას მოუხერხებენ, ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს და მხოლოდ ბუნდოვანი კომენატრით შემოიფარგლებიან - ჯერ დავიწყოთ სწავლა!

ჰოდა, ურიგო არ იქნება, სანამ თითოეული მოქალაქის მოვალეობებს გაწერენ ძლიერნი ამა ქვეყნისა, მანამ ყველა კითხვისნიშანი გამორიცხონ, თორემ ფაქტია, სწავლასთან დაკავშირებით, ყველა ისედაც დიდ გაურკვევლობაში ვართ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

არ მოითხოვს ფულს, არამედ მხოლოდ სურვილსა და შემოქმედებით მიდგომას 

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება