მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს სკოლებში არ განახლდება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„გადავწყვიტეთ, სასწავლო პროცესი გადაიდოს 1 ოქტომბრამდე მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ეს საჭიროა, რომ სწორად შევაფასოთ რისკები.
ჩვენ მზად გვქონდა ჰიბრიდული მოდელი. სწავლა დაიწყება დისტანციურად ყველგან 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი განახლდება 1 ოქტომბერს. ეს ეხება ყველას. ეხება კერძო სკოლებსაც და წრეებსაც“,-განაცხადა გახარიამ.
პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად შემთხვევების მატებისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ერთ დღეში 87 დაინფიცირებული ადამიანი გამოვლინდა, აქედან 24 ერთი სკოლის პედაგოგია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა