მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლებისა და უმაღლესების ნაწილი სწავლას საკლასო ოთახსა და აუდიტორიებში დაიწყებს.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისში, გორში, ზუგდიდში და ფოთში ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა დისტანციურად დაიწყება. 1 ოქტომბრიდან კი სწავლა საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელდება.
იმ სასწავლო დაწესებულებებში, რომლებშიც სწავლა უკვე დაწყებულია 15 სექტემბრიდან უნდა გადავიდნენ სწავლების დისტანციურ ფორმატზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსა და უმაღლესებს.
ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების გარდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში დაიწყება.
განათლების სამინისტრო მზად არის სასწავლო პროცესი წარმართოს როგორც დისტანციურად ისე საკლასო ოთახში.
ამასთან, სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელებისთვის კომპიუტერების მიწოდება. ახლა სკოლები დააორგანიზებენ კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მიწოდების პროცესს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ - მინისტრის ბრძანება
ნატო ჯავახია ინგლისური ენის მასწავლებელი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი