მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მისაღებად, სტუდენტთა განაცხადების მიღება იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სწავლის დაფინანსება სოციალურად დაუცველი იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სოციალური ქულა 150 000 და ნაკლებია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება N536-ის შესაბამისად განხორციელდება.
დადგენილების მოქმედება ვრცელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ბენეფიციარებზეც, გარდა დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სოციალურად დაუცველი სტუდენტებისა.
დედაქალაქში რეგისტრირებული დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სტუდენტი, რომლის სოციალური ქულა 70 000 და ნაკლებია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მისაღებად, დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სტუდენტმა თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. N7) 2020 წლის 14 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა