მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (Emis) ელექტრონული ჟურნალის თაობაზე მასწავლებლებს ვებინარებს სთავაზობს. პედაგოგები ამ სერვისის შესახებ არსებულ ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებენ.
ვებინარები ჩატარდება:
13 სექტემბერს - 13:00 საათზე;
14 სექტემბერს - 13:00 საათზე;
14 სექტემბერს - 16:00 საათზე.
ვებინარზე დასწრება შეუძლია ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელს.
ელექტრონული ჟურნალი წარმოადგენს სკოლის პერსონალისთვის კლასების მიხედვით მოსწავლეების შეფასების და დასწრების აღრიცხვის სისტემას. პროგრამის მომხმარებლებს ასევე წარმოადგენენ მოსწავლეები და მათი მშობლები/მეურვეები, რომლებსაც წვდომა აქვთ მხოლოდ ინდივიდუალური მოსწავლის მონაცემებზე. სისტემა შემუშავებულია მასწავლებლების, მშობლების/ მეურვეების, მოსწავლეებისთვის, დირექტორებისთვის და ზოგადი განათლების მართვისა და განვითარებაში ჩართული რგოლებისთვის.
მასწავლებლებს აქვთ წვდომა თავის სამუშაო სივრცესთან, სადაც შეუძლიათ დაინახონ საკუთარი დღის განრიგი, დაუწერონ ნიშნები მოსწავლეებს, მისცენ მათ დამოუკიდებელი სამუშაო და აღნიშნონ გაცდენილი საათები.
მშობლები მომენტალურად ღებულობენ ყველა აქტივობას შეტყობინების სახით საკუთარ მობილურ ტელეფონში. ონლაინ სკოლაში მშობლებს/მეურვეებს შესაძლებლობა ეძლევათ ადევნონ თვალი ბავშვის დასწრებას და მუდმივ კავშირზე იყვნენ მასწავლებელთან.
დირექტორებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი სკოლა ონლაინ რეჟიმში. სკოლასთან მუდმივ კავშირშია სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც აწარმოებენ სკოლის სასწავლო პროცესის და შედეგების მონიტორინგს და ანალიზს.
ელექტრონული ჟურნალის შექმნის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სკოლას გაუმარტივოს მოსწავლის დასწრების და შეფასების წარმოება, ხოლო მშობლისთვის/მეურვისთვის მყისიერად ინფორმაციის მიწოდებით გაზარდოს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.
იხილეთ ბმული: ელექტრონული ჟურნალის გამოყენება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა