მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლამ, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციების საფუძველზე, პანდემიის პირობებში სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
სკოლა მშობლებსა და მოსწავლეებს გეგმას სოციალური ქსელის საშუალებით უზიარებს.
„ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც განთიადის საჯარო სკოლამ შეიმუშავა გეგმა სწავლის დაწყებისა, სასწავლო პროცესის წარმართვის და სკოლის დასუფთავება-ჰიგიენისთვის:
• თვალსაჩინო ადგილას განთავსდა განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
• დაწესებულების შესასვლელთან განთავსდა დეზობარიერი, სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით;
• სკოლის შესასვლელთან განხორციელდება თერმოსკრინინგი, რათა გაკონტროლდეს, როგორც მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
• თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით,
სკოლის მოეწყო შესაბამისი მოსაცდელი სივრცე;
• მოსწავლეთა/პერსონალის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის მიზნით, უზრუნველყოფილია საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი;
• ხელის დეზინფექციისათვის ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერები განთავსდა დაწესებულების შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან (საიზოლაციო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სამასწავლებლო და სხვ.), თითო სართულზე არანაკლებ 2 ცალი (სასურველია დერეფნის შესასვლელებში). სანიტაიზერის დამაგრება არ არის საჭირო სანიტარიულ კვანძთან/საპირფარეშოსთან, რადგან ამ შემთხვევაში ხელების დაბანა წყლითა და საპნით უპირატესია;
• ნებისმიერი პირი შენობაში უნდა შევიდეს პირბადით (სავალდებულო არ არის მოსწავლეებისათვის), დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ;
• მასწავლებელი/თანამშრომლები/მოსწავლეები/სხვა პირები უზრუნველყოფილი იქნებიან ხელის ჰიგიენის გამართული საშუალებებით - ხელსაბანი ნიჟარა წყლით, თხევადი საპნით და ხელის გასამშრალებელი საშუალებებით (ერთჯერადი ხელსახოცები). ყველა შესაბამის სივრცეში გამოკრულია ხელის ჰიგიენის წესების ამსახველი თვალსაჩინოებები;
• სკოლა უზრუნველყოფილია პირბადეების რეზერვით;
• სასწავლო ოთახები, ადმინისტრაციული სათავსები და საერთო სარგებლობის ფართები აღიჭურვება გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერებით (დახურული კონტეინერებით, სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. უზრუნველყაოფილი იქნება ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის მიერ წესების დაცვით;
• სანიტარიული წერტილები სანიტარიულად დასუფთავება ყოველი დასვენების შემდეგ;
• სახელურები, მოაჯირები და ხშირად გამოყენებული ზედაპირები სანიტარიულად დამუშავება არაუმეტეს 3 საათიანი ინტერვალებით;
• ყოველი სასწავლო დღის შემდგომ მოხდება საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/სანიტარიული დამუშავება ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 თებერვლის №01-40/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის -„წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში“ შესაბამისად დანართი №37.2-ით განსაზღვრული სარეკომენდაციო აღჭურვილობის გამოყენებით;
• სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობება მოხდება სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში. გისურვებთ კეთილდღეობას“,- ნათქვამია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...