ზოდიაქოს ერთი ნიშანი ამ კვირაში ყველაზე იღბლიანია, ერთს კი ყველაზე რთული პერიოდი აქვს - ვის ელის სირთულეები და ვის გაუმართლებს?
ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს კვირა მნიშვნელოვანია. თეთრი მთვარე მორიელის ზოდიაქოში შეუერთდება პროზეპრინას - რაც ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე იქნება დიდი ბიოტექნოლოგიური აღმოჩენები.კრიზისული ფინანსური და სასიყვარულო ურთიერთობები დაკავშირებულია ძველ შეცდომებთან, რომლებიც ხვალ ამოტივტივდებიან. ასევე ხვალ ძლიერდება მფარველ ანგელოზთან კონტაქტი - ილოცეთ.
ოთხშაბათს მიაქციეთ ყურადღება თქვენს სიტყვებს - „ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით“.
ხუთშაბათს ახალ მთვარეობაა ქალწულის ზოდიაქოში - ახალი საქმე არ დაიწყოთ. მთვარეს მონეტა აჩვენეთ, რათა ფინანსები მოიზიდოთ.
პარასკევს არ გადაწყვიტოთ პრობლემები ძალისმიერი მეთოდებით.
შაბათს ოქროს შუალედი დაიჭირეთ - ასეთია ზოგადი პროგნოზი.
რაც შეეხება, ზოდიაქოს ნიშნების კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს, ასეთია:ვერძი: თქვენი აქტიურობა მატულობს, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავით. სულსწრაფობა აკონტროლეთ. მიაქციეთ ყურადღება რა გზას ირჩევთ მიზნის მისაღწევად. საეჭვო ადამიანები მოიშორეთ. შემდეგ კვირას გაცილებით კარგი პერიოდი დაიწყება.
კურო: აქტიური, ინიციატივიანი და იღბლიანი ხართ. რომანტიული თავგადასავლების კუთხით კარგი პერიოდია. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერს მიაღწიოთ, ფინანსური და შემოქმედებითი კუთხით კარგი დრო გაქვთ, ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ.
ტყუპები: შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობა ახლობლებთან. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია. სარისკო საქმეებს ერიდეთ. შემდეგ კვირას კარგი დრო გექნებათ, ამიტომ მოიცადეთ. ამ კვირაში შეიძლება დაგეგმოთ რამე, თუმცა განხორციელება შემდეგ კვირიდან დაიწყეთ.
კირჩხიბი: 17 სექტემბრის გარდა კარგი პერიოდი გაქვთ. შარმიანები და ქარიზმატულები ხართ. პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ნიჭის გამოვლენის შანსი გაქვთ. იაქტიურეთ, ეს თქვენი დროა.
ლომი: კარგი ურთიერთობები შეგიძლიათ დაამყაროთ პატრნიორებთან და ხელმძღვანელებთან, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც კარგი პერიოდია. შეიძლება ისეთი პერპექტივები აღმოაჩინოთ, რომელიც წლის ბოლოს დივიდენდებს მოგიტანთ.
ქალწული: ყველაზე წარმატებული და იღბლიანი ხართ ამ კვირაში. პირადი ურთიერთობებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო დროა. ენერგია და შრომისუნარიანობა გემატებათ.
სასწორი: წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი ახლა გაქვთ. ფარული მტრები, ინტრიგები, ჭორები და ძველი შეცდომები გააქტიურდება. პირად ურთიერთობებშიც მატულობს პრობლემები. თქვენთვის აქტიური და კარგი პერიოდი შემდეგი კვირიდან დაიწყება.
მორიელი: აქტიური ხართ, სოციალური ცვლილებების შემოტანისა და მრავალფეროვანი კონტაქტების დამყარების სურვილი გიჩნდებათ. ინტუიციაც გიმძაფრდებათ, რაც გეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. პირადი, პროფესიული და ფინანსური კუთხით იაქტიურეთ, ამ კვირის შანსები გამოიყენეთ, შემდეგი კვირა რთული გექნებათ.
მშვილდოსანი: პერსპექტივა გიუმჯობესდებათ, თავს უკეთ იგრძნობთ, ოპტიმიზმი გემატებათ. რაც არ გამოგდიოდათ, ამ კვირაში გამოგივათ. საქმიანი და პირადი ურთიერთობებისთვის კარგი დროა.
თხის რქა: ერთ-ერთი წარმატებული ნიშანი ხართ. ყველაფერი გამოგდით, თუ რამე იდეა გაქვთ ამ კვირაშ მოასწარით და განახორციელეთ. ურთიერთგაგება და შრომისუნარიანობა კარგ დივიდენდებს გაძლევთ.
მერწყული: აღმავლობა-დაღმავლობის პერიოდია. სარისკო მოქმედებებს ერიდეთ. შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია. მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ. იღბლიანობა შემდეგ კვირაში გემატებათ, ამიტომ ამ დროისთვის დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები.
თევზები: ერთ-ერთი წარმატებული კვირა გაქვთ. შემოქმედებითი და პირადი ურთიერთობებისთვის კარგი დროა, საოცარი მიზიდულობა და ქარიზმა გაქვთ. შეიძლება ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ. ეს თქვენი დროა. შემდეგ კვირას ასე არ იქნება, ამიტომ ეს დღეები გამოიყენეთ.