მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს სკოლების ნაწილი სწავლას დისტანციურად იწყებს. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელია გარკვეული სკოლების დახურვა კვლავ აუცილებელი გახდეს.
„ჩვენ შევხედავთ დინამიკას, შესაძლებელია გარკვეულ სკოლებთან მიმართებაში ვიფიქროთ ან დახურვაზე, თუ ეპიდსიტუაცია გართულდება, ან დისტანციურ სწავლებაზე, ან პირიქით, თუ სიტუაცია გამოსწორდება, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით საკლასო ოთახებში.
რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ზოგადი განათლების კანონში ცვლილება, რომლითაც სისტემამ აღიარა დისტანციური სწავლება“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ „იმედთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო ისეთ მსხვილ ქალაქებში როგორიცაა ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში 1 ოქტომბრიდან დაიწყება.
იხილეთ ასევე: „სწავლა 1 ოქტომბერს ჰიბრიდული მოდელით განახლდება“ - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება დიდ ქალაქებზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მნიშვნელოვანია, ბავშვებმა შეიყვარინ და იკითხონ წიგნები