მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება სოფელ მატანში, ზოტში, ჩხაკაურაში და ქიწნისში - აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„კიდევ ერთხელ შევახსენებთ მოსახლეობას, უნდა გვეკეთოს პირბადე, უნდა დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი არასასურველი თავყრილობებისგან.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, ჩხაკაურაში, ასევე სოფელ ქიწნისში პირველ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს.
იხილეთ ასევე: 808 პედაგოგიდან რამდენს დაუდასტურდა კორონავირუსი? - ამირან გამყრელიძე ციფრებს ასახელებს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა