მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა სერგო რატიანმა ფართომასშტაბიან სადამსჯელო ღონისძიებად შეაფასა და განათლების სამინისტროს მოუწოდა განემარტა, რატომ არ ჩატარდა მიმდინარე წელს დირექტორების შესარჩევი კონკურსი.
„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, 2014 წელს არჩეული სკოლის დირექტორების გათავისუფლების შემდეგ მათ მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი.
„ამ დღეებში მათ განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ღონისძიება სკოლის დირექტორების მიმართ. გაათავისუფლეს სკოლების ყველა ის დირექტორი, რომელიც არჩეული იყო 2014 წელს. ფაქტობრივად, წინასწარ, განზრახულად არ ჩაატარეს კონკურსი, არ დაიწყეს დირექტორის კონკურსის პროცედურა და შესაბამისად, გაათავისუფლეს ყველა და მოვალეობის შემსრულებლად დატოვეს ის დირექტორები, რომლებიც მათ მიმართ შედარებით ლოიალურად არიან განწყობილნი. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბური შეტევა სკოლაზე. აი ასე მიულოცა „ქართულმა ოცნებამ“ 15 სექტემბერი ჩვენს სკოლას“, - განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ უნდა განმარტოს, თუ რატომ არ ჩატარდა მიმდინარე წელს დირექტორთა შესარჩევი კონკურსი.
„ყველამ იცის, რომ ჩატარდა ეროვნული გამოცდები, ჩატარდა სხვა კონკურსები და არ ჩატარებულა სკოლის დირექტორის კონკურსი. ჩვენ ვითხოვთ, რომ განათლების სამინისტრომ გააკეთოს განმარტება, თუ რატომ არ დაიწყო წელს ზაფხულში კონკურსის პროცედურა და სასწრაფოდ დაიწყოს ეს პროცედურა. ეს დირექტორები უნდა დააბრუნონ სკოლაში, დანიშნონ მოვალეობის შემსრულებლად და პარალელურად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ კონკურსი“, - განაცხადა რატიანმა.
რატიანის განცხადებას საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა“.
მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა დირექტორს, რომელიც ვადის ამოწურვის შემდგომ თანამდებობიდან გათავისუფლდა საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს.
„კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული დირექტორების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ხდება. მსგავსი პროცესი ყოველწლიურად ხორციელდება, როდესაც სხვადასხვა დროს არჩეულ ან დანიშნულ დირექტორებს შრომითი ხელშეკრულების ვადა ეწურებათ. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, გათავისუფლებული ყველა დირექტორი რჩება განათლების სისტემაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად ან აგრძელებს საქმიანობას მასწავლებლის ან სხვა პოზიციაზე. ასევე, ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.
ცნობისთვის, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლდნენ საჯარო სკოლის ის დირექტორები, რომლებსაც ვადა ამოეწურათ. მათი ნაწილი ახლა მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ნაწილი კი საერთოდ გაათავისუფლეს სკოლიდან.
აქვე შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია თებერვალში გამოცხადდა, გამოცდა კი მარტში უნდა ჩატარებულიყო თუმცა პანდემიის გამოცხადების შემდგომ გამოცდა 2-ჯერ გადაიდო. ამასტან, კონკურსის ჩატარების შესახებ ბოლო ინფორმაცია ივნისის თვეში გავიგეთ, როცა ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა, რომ კონკურსის ჩატარების ვადები უახლოეს პერიოდში უნდა გამხდარიყო ცნობილი. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2 300-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს მასწავლებლები - გუანნა მკოიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი ხელმძღვანელობდნენ
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...