მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სკოლებისა და მშობლებისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს ავრცელებს.
დოკუმენტი ერთი ნაწილი განკუთვნილია სასწავლო დაწესებულებებისთვის, სადაც მოსწავლე დღის დიდ ნაწილს ატარებს და მის შესახებ ბევრი მონაცემი ინახება. ამიტომ სკოლა ვალდებულია, დაიცვას მოსწავლეების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. სკოლა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მოსწავლეების პირად მონაცემებს, მათი შეგროვებისა და გამოყენების დროს იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
რა არის მოსწავლეების პერსონალური მონაცემები? ნებისმიერი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ მისი პერსონალური მონაცემია. მაგალითად:
ზოგადი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ რომელ სკოლაში და რომელ კლასში სწავლობს? ვინ არის/არიან მისი მშობლები და როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა? სად ცხოვრობს? ვისთან მეგობრობს? როგორია მისი ყოფაქცევა?
ინფორმაცია მოსწავლის სასკოლო განრიგის შესახებ რომელ საათზე ეწყება გაკვეთილები? როდის აქვს შესვენება? რომელ დღეს, რომელ საათზე ამთავრებს სწავლას? რა დამატებით საგანს/წრეს ირჩევს?
ინფორმაცია მოსწავლის ინტერესების შესახებ რას აკეთებს შესვენებაზე? რა საკვებს ანიჭებს უპირატესობას? დაინტერესებულია თუ არა სპორტული აქტივობებით?
მოსწავლის აკადემიური მოსწრება რა ნიშანი ჰყავს ფიზიკაში? ხომ არ უჭირს ისტორიის სწავლა?
ფოტო და ვიდეო მასალა მოსწავლის გამოსახულებით პირად საქმეში არსებული ფოტო ან ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც თქვენ გაასაჯაროვეთ სოციალურ ქსელში ან სხვა საშუალებით.
ზოგიერთი კატეგორიის მონაცემზე (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) კანონმდებლობით დაწესებულია დაცვის უფრო
მაღალი სტანდარტი. ამ მონაცემებს მიეკუთვნება:
ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
გადატანილი დაავადებები, ფსიქოლოგიური დახასიათება, ალერგიული ხომ არ არის და რაზე? რა აცრები აქვს გაკეთებული? აქვს თუ არა კვების სპეციალური რეჟიმი?
ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან და საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული მონაცემები.
მოსწავლის რელიგიური შეხედულებები
მოსწავლის ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია
მოსწავლის სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია
და სხვა.
მონაცემების დამუშავება გულისხმობს მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას. მაგალითად:
მოსწავლეების პირადი საქმეების წარმოება
სკოლის ტერიტორიაზე ფოტო-ვიდეო გადაღება
აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება
ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემების აღრიცხვა და ამ სისტემაში მონაცემების მოძიება
სხვა პირებისთვის/ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის გადაცემა, მონაცემების გასაჯაროება და ა.შ.
სკოლა ვალდებულია:
• მონაცემები შეაგროვოს კანონიერი საფუძვლით, კონკრეტული, მკაფიოდ გასაზღვრული კანონიერი მიზნებისათვის,
მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი მოცულობით.
მონაცემები ასევე უნდა იყოს მიზნის ადეკვატური და პროპორციული და უნდა ინახებოდეს იმ ვადით რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად (მაგალითად, საჯარო
სკოლამ არ უნდა მოითხოვოს მშობლის სამუშაო ადგილისა
და ხელფასის შესახებ ინფორმაცია, რადგან არ არსებობს
ამის აუცილებლობა);
მაგალითი:
ერთ-ერთმა ორგანიზაციამ კვლევის განხორციელების მიზნით სკოლიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირებით. სკოლამ მოსწავლეთა მშობლების წერილობითი თანხმობის საფუძველზე გასცა დეტალური ინფორმაცია მოსწავლეთა სახელების/გვარებისა და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით. მშობლების თანხმობის მიუხედავად, მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების მესამე პირისთვის გამჟღავნება არის არაპროპორციული და მონაცემთა დამუშავების მიზნის შეუსაბამო, რადგან
მონაცემთა გამოთხოვის მიზნიდან გამომდინარე საკმარისი იქნებოდა ინფორმაციის სტატისტიკური ფორმით მიწოდება
პერსონალური მონაცემების მითითების გარეშე.
• დაიცვას მის ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. რაც გულისხმობს როგორც ელექტრონულ,
ასევე ფიზიკურ უსაფრთხოებას (დაცვის სისტემა, საკეტიანი კარადები, დაცული ოთახები და სხვა);
• სკოლა პასუხისმგებელია, რომ დაიცვას მის ხელთ არსებული მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან;
• დაიცვას მის ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა და იმოქმედოს მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
მაგალითი: სკოლაში მასწავლებელსა და მშობელს შორის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული კონფლიქტის შედეგად, მშობელმა ერთ-ერთ გაზეთს მისცა ინტერვიუ და კონფლიქტის დეტალებზე საუბრისას გაასაჯაროვა შვილის შესახებ პირადი ინფორმაცია. სტატიის მოსამზადებლად გაზეთმა ასევე მიმართა სკოლას, რომელმაც დაადასტურა კონფლიქტის არსებობა და სკოლის პოზიციის გამყარების მიზნით ჟურნალისტს დამატებით უთხრა, რომ მოსწავლე იყო პრობლემური და მას წარსულში თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობელმა თავად გაასაჯაროვა შვილის შესახებ გარკვეული პერსონალური მონაცემები, სკოლას არ უნდა გაეცა მოსწავლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია. მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ მესამე პირებთან ურთიერთობისას, არამედ სასწავლო პროცესის ყველა ეტაპზე.
სასკოლო კრებები
სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები.
დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ, შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები.
მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს
თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა, შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც.
მიზანშეწონილია, რომ სკოლამ აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნების ნაცვლად, შექმნას
სისტემა, რომლითაც ყველა მოსწავლეს/მშობელს მხოლოდ საკუთარ შედეგზე ექნება წვდომა და თავად გადაწყვეტს გაუზიაროს თუ არა ეს ინფორმაცია მესამე პირებს, მათ შორის თანაკლასელებს.
• ვიდეოთვალთვალის განხორციელების შემთხვევაში, მონიტორინგი განახორციელოს და გაკეთებული ჩანაწერები
გამოიყენოს მხოლოდ პირის უსაფრთხოების, საკუთრების, საიდუმლო ინფორმაციის ან/და არასრულწლოვნის მავნე
ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით. ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ შესასვლელსა და გარე პერიმეტრზე
(მაგ.: კიბის უჯრედი, ლიფტი, დერეფანი). გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში
ვიდეოთვალთვალი დაუშვებელია (მაგალითად, სპორტული დარბაზის გამოსაცვლელ ოთახებში).
• მოსწავლეების/სხვა ვიზიტორების შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის კონტროლის შემთხვევაში, აღრიცხოს მხოლოდ სახელი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და სახე, მისამართი, შესვლისა და გასვლის თარიღები და დრო, ასევე შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის მიზეზები. ამ მონაცემთა შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი ჩაწერის დღიდან სამ წელს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სკოლამ ისინი უნდა წაშალოს ან გაანადგუროს.
• მოსწავლის შესახებ ინფორმაციის (სასწავლო პროცესის და სხვა ღონისძიებების ამსახველი ფოტოები, მიღებული სერტიფიკატები, ნამუშევრები და სხვა) გასაჯაროებისას (მაგალითად, ფაცებოოკ-ზე, ყოუტუბე-ზე, სკოლის საინფორმაციო დაფაზე), წინასწარ მოიპოვოს თითოეული მოსწავლის ან მისი მშობლის თანხმობა. გარდა თანხმობისა, სკოლამ უნდა გაითვალიწინოს მოსწავლის საუკეთესო ინტერესები და არ დაუშვას მონაცემების დამუშავება მისი ღირსების შემლახავი ფორმით.
• მოსწავლეს ან მის კანონიერ წარმომადგენლს მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა მონაცემებს ფლობს მოსწავლის შესახებ, რა წყაროდან, რა მიზნით და რის საფუძველზე. ასევე, გაცემულა თუ არა მონაცემები სხვა პირებზე და რა საფუძვლით. სკოლამ ეს ინფორმაცია უნდა გასცეს მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ, ან არაუგვიანეს 10 დღისა თუ პასუხის გაცემა მოითხოვს:
ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან მასთან კონსულტაციას;
მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
ინფორმაციის მიწოდების ფორმას ირჩევს მოსწავლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი და მათ უფლება აქვთ მიიღონ ამ მონაცემების ასლები.
• აღრიცხოს მონაცემების მესამე პირებზე გამჟღავნების შემთხვევები და აღნიშნული ინფორმაცია შეინახოს გაცემულ მონაცემებთან ერთად, მათი შენახვის ვადით.
• მშობლის მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მშობელს აცნობოს უარის თქმის საფუძველი.
• თუ სკოლა მშობლის მოთხოვნის გარეშე, თავად ჩათვლის, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები არასრულია, არაზუსტია ან არ არის განახლებული, მან შესაბამისად უნდა გაასწოროს ან განაახლოს მონაცემები და აცნობოს ამის შესახებ მშობელს.
• თითოეულ ფაილურ სისტემასთან (სკოლაში არსებულ მონაცემთა ბაზებთან) დაკავშირებით აწარმოოს ფაილური სისტემის კატალოგი და მასში აღრიცხოს ფაილურ სისტემაში არსებული მონაცემების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
• შეინახოს პერსონალური მონაცემები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ასეთი წესის არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა დამუშავების კანონიერი მიზნის მისაღწევად. მაგალითად, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები სკოლაში ინახება მოსწავლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მოსწავლის სკოლიდან წასვლის შემდგომ
აღარ იარსებებს მონაცემების შენახვის მიზანი, ამდენად ეს მონაცემები უნდა წაიშალოს/განადგურდეს. სასურველია სკოლას გააჩნდეს პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იქნება თუ რა მონაცემები გროვდება და ინახება, რა მიზნითა და რა ვადით. ასევე, მიზანშეწონილია, დოკუმენტში განისაზღვროს მონაცემებზე წვდომის წესები და უსაფრთხოების გარანტიები. აღნიშნული დოკუმენტის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვაზე ორიენტირებული სისტემის შექმნას.
გაითვალისწინეთ!
მოსწავლის პერსონალური მონაცემები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას მონაცემები უნდა გაიცეს არაიდენტიფიცირებადი ფორმით, (მაგალითად, სტატისტიკური სახით ან მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაშტრიხვით) ან სუბიექტის (მოსწავლის/მშობლის) ინფორმირებული თანხმობით და ინფორმაციის გაცემის მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით.
გახსოვდეთ, პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი მორალური და მატერიალური ზიანი
მიაყენოს მოსწავლეების, მათი მშობლების და თავად სკოლის ინტერესებს.
კანონით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნების გარდა, სასურველია, სკოლამ აქტიურად მიაწოდოს ინფორმაცია მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა ადამიანებს, ასევე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ამასთან, სასურველია სკოლამ იზრუნოს, რომ თითოეულ
მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს საკუთარი პირადი ცხოვრების დაცვისა და სხვათა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის კულტურა.
რეკომენდაციებს სკოლებსაც აძლევს, რომელშიც ნათქვამია, რომ მშობელმა უნდა იზრუნოს ბავშვის უფლების დაცვაზე, რასაც მოზარდი თავად ვერ ახერხებს.
ყველას აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, მათ შორის ბავშვებსაც. თუმცა, მათ, ზრდასრული ადამიანებისგან
განსხვავებით, საკუთარი უფლებების დაცვა ხშირად დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და ამაზე მათმა მშობლებმა უნდა იზრუნონ.
სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლე დღის დიდ ნაწილს ატარებს და მის შესახებ ბევრი მონაცემი ინახება. მშობელმა უნდა იცოდეს, რა არის მისი შვილის პერსონალური მონაცემები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ მონაცემების უკანონოდ გამოყენებას.
სკოლა, თავის მხრივ, ვალდებულია დაიცვას მოსწავლეების პერსონალური მონაცემები და იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ყველა შემთხვევაში სხვა პირების/ორგანიზაციების ინტერესებზე წინ ბავშვის ინტერესების დაყენებას. ამავე დროს, ბავშვის საუკეთესო ინტერესის შეფასება უნდა მოხდეს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, ისეთი გარემოებების გათვალისწინებით როგორიცაა:
ბავშვის შეხედულებები და მისწრაფებები, ასაკი, პირადი ისტორია, უსაფრთხოების ინტერესი, ოჯახური გარემო, კეთილდღეობა,
თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა, მისი უფლებები და საჭიროებები და ა.შ. ეს დოკუმენტი განკუთვნილია მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, რათა მათ მეტი გაიგონ საკუთარი უფლებების შესახებ და იცოდნენ, როგორ მოიქცნენ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
რა არის თქვენი შვილის პერსონალური მონაცემები? - ნებისმიერი ინფორმაცია თქვენი შვილის შესახებ მისი პერსონალური მონაცემია. მაგალითად:
ზოგადი ინფორმაცია თქვენი შვილის, როგორც მოსწავლის შესახებ
რომელ სკოლაში და რომელ კლასში სწავლობს? ვინ არის/არიან მისი მშობლები და როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა? სად ცხოვრობს? ვისთან მეგობრობს? როგორია მისი ყოფაქცევა?
ინფორმაცია თქვენი შვილის სასკოლო განრიგის შესახებ
რომელ საათზე ეწყება გაკვეთილები? როდის აქვს შესვენება? რომელ დღეს, რომელ საათზე ამთავრებს სწავლას? რა
დამატებით საგანს/წრეს ირჩევს?
ინფორმაცია თქვენი შვილის ინტერესების შესახებ
რას აკეთებს შესვენებაზე? რა საკვებს ანიჭებს უპირატესობას? დაინტერესებულია თუ არა სპორტული აქტივობებით?
თქვენი შვილის აკადემიური მოსწრება
რა ნიშანი ჰყავს ფიზიკაში? ხომ არ უჭირს ისტორიის სწავლა?
ფოტო და ვიდეო მასალა თქვენი შვილის გამოსახულებით
პირად საქმეში არსებული ფოტო ან ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც სკოლაში ინახება ან სკოლამ გაასაჯაროვა სოციალურ
ქსელში ან სხვა საშუალებით.
ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გადატანილი დაავადებები, ფსიქოლოგიური დახასიათება, ალერგიული ხომ არ არის და თუ არის რაზე? რა აცრები აქვს გაკეთებული? აქვს თუ არა კვების სპეციალური რეჟიმი?
ინფორმაცია თქვენი შვილის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით
თქვენი შვილის რელიგიური შეხედულებები
თქვენი შვილის ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია
რა უფლებები გაქვთ თქვენ, როგორც მოსწავლის მშობელს?
• თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თუ რა მონაცემებს ფლობს სკოლა თქვენი შვილის შესახებ, საიდან მოიპოვა მონაცემები და რა მიზნით. ასევე, აქვს თუ არა მონაცემების შეგროვებისა და შენახვის კანონიერი საფუძველი? (მაგალითად, თქვენი თანხმობა, კანონით გათვალისწინებული შემთხვევა და სხვა.) სკოლა ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ ინფორმაცია მოძიებასა და დამუშავებას საჭიროებს.
• თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, ხომ არ გაუცია სკოლას თქვენი შვილის პერსონალური მონაცემები სხვა პირებზე. სკოლა ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
• თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ არაზუსტი მონაცემების გასწორება და უსაფუძვლოდ შეგროვებული მონაცემების წაშლა/განადგურება. სკოლა ვალდებულია შეასწოროს უზუსტო და წაშალოს უსაფუძვლოდ შეგროვებული მონაცემები 15 დღის ვადაში ან გაცნობოთ უარის თქმის საფუძველი.
• თქვენ გაქვთ უფლება უარი განაცხადოთ თქვენივე თანხმობაზე თქვენი შვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. მაგალითად, თუ სკოლას ნება დართეთ განეთავსებინა თქვენი შვილის ფოტო სკოლის ვებგვერდზე/სოციალური ქსელის გვერდზე და შემდეგ გადაიფიქრეთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ ფოტოს წაშლა ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე.
• თქვენ გაქვთ უფლება დაცული იყოს თქვენი შვილის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. შესაბამისად, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს თქვენი შვილის მონაცემების დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
სკოლას აქვს უფლება:
• განახორციელოს ვიდეოთვალთვალი სკოლის ტერიტორიაზე, მაგრამ მხოლოდ პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის. ვიდეოგადაღება დასაშვებია მხოლოდ შესასვლელსა და გარე პერიმეტრზე. გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალი დაუშვებელია.
• აკონტროლოს მოსწავლეების შენობაში შესვლა და შენობიდან გასვლა, ასევე, აღრიცხოს ვიზიტორთა სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და სახე, მისამართი, შესვლისა და გასვლის თარიღები და დრო, ასევე შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის მიზეზები. ამ მონაცემთა შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი ჩაწერის დღიდან სამ წელს. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ისინი უნდა წაიშალოს ან განადგურდეს.
• ფოტო/ვიდეო გადაღებით დააფიქსიროს და შემდგომ გაასაჯაროვოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა, მაგრამ მხოლოდ მოსწავლის ან თქვენი წინასწარი თანხმობით. თანხმობის მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლის საუკეთესო
ინტერესები.
• ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური შეხედულების, რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილების შესახებ და სხვა სენსიტიური ხასიათის მონაცემები შეაგროვოს, შეინახოს და სხვაგვარად გამოიყენოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ამგვარი (განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული) მონაცემების მიმართ კანონმდებლობით დადგენილია დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი.
ეს მონაცემები სკოლამ შეიძლება შეაგროვოს, შეინახოს და სხვაგვარად გამოიყენოს, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მაგალითად, თქვენი წერილობითი თანხმობით, ან, თუ ეს აუცილებელია, თქვენი შვილის ან სხვა მოსწავლის სასიცოცხლო ინტერების დაცვისთვის და სხვა. განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემების გასაჯაროება ან მესამე პირებისთვის გამჟღავნება დაუშვებელია თქვენი თანხმობის გარეშე.
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ან თქვენი შვილის უფლებები ირღვევა, შეგიძლიათ:
• მიმართოთ სკოლას და მოითხოვოთ დარღვევის აღმოფხვრა, როგორც წერილობით ისე ზეპირი ფორმით. ზოგიერთ
შემთხვევაში ვითარების სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგენილი იყოს წერილობითი მიმართვის
ფორმა.
• მიმართოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც შეისწავლის გარემოებებს და დარღვევის დადასტურების
შემთხვევაში, უფლებამოსილია ს კოლას დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (მაგალითად, ჯარიმა), მოსთხოვოს მონაცემების წაშლა, გ ასწორება და სხვა.
• მიმართოთ სასამართლოს ქონებრივი ან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და დარღვეული უფლებების აღსადგენად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენი და თქვენი შვილების ინტერესებს. ამიტომ გაიგეთ მეტი თქვენი უფლებების შესახებ და თქვენს შვილებსაც ესაუბრეთ მათ უფლებებზე. საკუთარი უფლებების აქტიური დაცვით თქვენ ქმნით პოზიტიურ მაგალითს და ხელს უწყობთ სხვისი უფლებების დაცვასაც.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა გაკვეთილზე წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების მოდელები შექმნეს
აქტივობებს მასწავლებლები - გუანნა მკოიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი ხელმძღვანელობდნენ
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...