სიახლეები
სკოლები

დისველის საჯარო სკოლის განსაკუთრებული 15 სექტემბერი განსაკუთრებული მოსწავლეებისთვის
15-09-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ასლან შანიძის სახელობის დისველის საჯარო სკოლა 15 სექტემბერს თავის მოსწავლეებს ღირსეულად დახვდა - უსაფრთხოების ზომებისა და არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, სასკოლო საზოგადოებამ სიხარულით მიიღო ყველა ბავშვი, თუმცა განსაკუთრებული სიყვარულით პირველკლასელებს დახვდნენ. დისველის სკოლის პედაგოგი, სკოლის სახელით ულოცავს მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას და თითოეულ მათგანს უამრავ წარმატებას უსურვებს:

„ასლან შაინიძის სახელობის, სოფელ დისველის საჯარო სკოლა,სრულიად საქართველოს ულოცავს სკოლის დაწყებას, უსურვებს განათლების სწორად და წარმოსადეგად აღქმას, გააზრებას, უბორკილო გზას და გადაწმენდილ ცას, რომლიც ერთგვარი საფუძველია სრულყოფილი განათლების დაუფლებისთვის.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მერცხლებისთვის, რომლებმაც პირველად შემოაღეს კარი განათლების წმინდა კერაში. გააცნობიერეს სკოლის არსი და გაიაზრეს მისი მნიშვნელობა.

დისველის პირველკლასელები დიდი  სიხარულით მიეგებნენ  სკოლის კედლებს და საამაყო დამრიგებელს, სამაგალითო კოლექტივის ერთ-ერთ გამორჩეულ პედაგოგს, ქალბატონ ეთერ ცეცხლაძეს. რომელიც განსაკუთრებული მასწავლებელია და გააჩნია ცოდნის გადაცემის  საოცარი უნარი. დღევანდელი გადმოსახედით, ეთერი მასწავლებლის მიერ ეროვნულ ღირებულებებზე გაზრდილი მოსწავლეები წარმატების ზენიტში არიან, ღირსეულად  ასახელებენ როგორც  აღმზრდელს, ასევე საამაყო  სკოლას.  ვუსურვოთ მათ მრავალი მწვერვალის დაპყრობა, საგანმანათლებლო და ადამიანური ღირებულებების სივრცეში“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება