მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე იმედოვნებს, რომ 1 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახში დაიწყება. ამისთვის კი მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„მოლოდინი გვქონდა, რომ 15 სექტემბერს სკოლაში ყველა მოსწავლე წავიდოდა. გაზაფხულზე, როდესაც პანდემია დაიწყო და დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, პირველ-მეოთხე კლასელებს ჰქონდა შესაძლებლობა აღექვათ რა არის სკოლა, საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარება. ახლა კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან, ეს არის ძალიან მტკივნეული, ჩვენც სერიოზულად განვიცდით ამ პროცესებს, აქ მუშაობენ განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები, რომლებსაც ძალიან კარგად აქვთ გააზრებული ბავშვის განვითარების ეტაპები. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის სოციალიზაციის კუთხით ინტეგრაცია მოხდეს საკლასო ოთახში, სოციუმში. ეს არის ძალიან ღირებული.
1 ოქტომბერს ჩვენი შვილები რომ სკოლაში წავიდნენ, განათლების სამინისტროს თხოვნაა, დავიცვათ წესები. თუ სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავა, შერეულ პრინციპზე მაინც სავალდებულოდ იყო განსაზღვრული დაწყებითი კლასების მოსწავლეების სკოლაში სიარული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დავიცვათ ყველა წესი იმისთვის, რომ 1 ოქტომბერს წავიდეთ სკოლაში“ - განაცხადა დგებუაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა