მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N2 საჯარო სკოლა უკვე მეორე წელია რაც პროექტით „MILLENIUM“ რეაბიტილდა. აქედან გამომდინარე, კეთილმოწყობილ სკოლაში, რა თქმა უნდა, დაცულია ჰიგიენაც და მოსწავლეთა უსაფრთხოებაც. თუმცა პანდემიამ სკოლა სხვა გამოწვევების წინაშე დააყენა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაითვალისწინა ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები და დროულად აღჭურვა შენობა: დეზობარიერით, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებებით, საინფორმაციო ბანერებით, რეკომენდაციების გათვალისწინებით ასევე მოეწყო სამედიცინო-საიზოლაციო ოთახი, დაინიშნა პასუხისმგებელი პირი, განისაზღვრა მისი სამუშაო გრაფიკი და მოვალეობები.
„აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ჩვენი სკოლა მოხვდა იმ 820 სკოლას შორის (1500-დან), რომელმაც 15 სექტემბერს სასწავლო წლის ზარი დარეკა. ასეთ გარემოში დაიწყეს სწავლა ჩვენმა მოსწავლეებმა“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ზემო ქედის N2 სკოლა აქტიურობით და წარმატებული მოსწავლეებით გამოირჩევა. მათ შორის, სკოლა აქტიურად არის ჩართული „ეტალონის“ პროექტებში, სკოლის 10 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპინატის ნახევარფინალში გავიდა. 2018 წელს კი სკოლის მოსწავლემ „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ