სიახლეები
სიახლეები

რატომ არ ჩნდება განათლების მინისტრი საზოგადოებასთან - კრიტიკულ შეკითხვას ეკატერინე დგებუაძე პასუხობს
16-09-2020
-
+


სად არის განათლების მინისტრი და რატომ ერიდება მედიასთან და საზოგადოებასთან კონტაქტს, მაშინ როდესაც მშობლებს აქვთ უამრავი კითხვა საგანმანათლებლო პროცესის თაობაზე - აღნიშნულ კრიტიკულ შეკითხვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე პასუხობს. მისი თქმით, საზოგადოებას სამინისტროს მხრიდან ინფორმაცია და კომუნიკაცია არ აკლია.

„მინისტრი გამოვიდა და მიულოცა სწავლის დაწყება ყველა მოსწავლეს. ამ შემთხვევაში, მე მგონი, საზოგადოებას ინფორმაცია და კომუნიკაცია არ აკლია განათლების სამინისტროსგან. ზოგადი განათლების მიმართულებით შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დამისვათ და თქვენ მიიღებთ პასუხს“, - განაცხადა დგებუაძემ.

ამასთან, დგებუაძემ კომენტარი გააკეთა იმ სკოლებზე, სადაც ტექნიკური ხარვეზისა და ვირტუალური საკლასო ოთახების არაორგანიზების გამო 15 სექტემბერს სწავლა ვერ დაიწყო. 

„730 სკოლაში დაიწყო სასწავლო წელი დისტანციური ფორმატით. ჩვენც გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულად სკოლების მიხედვით, თუ რომელ სკოლაში არსებობდა გარკვეული ტექნიკური პრობლემები. აქ პრობლემა ორი მიმართულებით არის. ის, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან უნდა მოხდეს საგაკვეთილო ბადის დაორგანიზება და ასევე, ტექნიკური მიმართულებით, რაც არის მაგალითად, ინტერნეტზე წვდომა, ვირტუალური საკლასო ოთახის ორგანიზება. ამ ნაწილში ჩვენც გვაქვს ინფორმაცია და ტექნიკური მხარე მუშაობს, რომელიც ამ პროცესს განაახლებს და ხვალ უფრო გამართული დახვდებათ“, - განაცხადა დგებუაძე.

კითხვაზე, ხომ არ დააგვიანეს სკოლებმა ამ კუთხით მომზადება, ეკატერინე დგებუაძემ უპასუხა, რომ „სისტემა აწყობილი იყო“.

„ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან გაზაფხულის პერიოდში, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, უკვე ყველა მასწავლებელს, ყველა მოსწავლეს თავისი ვირტუალური საკლასო ოთახი ჰქონდა. ეს სისტემა აწყობილი იყო. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ლიცენზირებული პროგრამა, სადაც ვირტუალურად ხდება საკლასო ოთახში კლასის ორგანიზება. ეს არის უბრალოდ პროცესი, როდესაც სკოლებმა უნდა განაახლონ თავიანთი საკლასო ოთახები. რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, ამ თვალსაზრისით თუ რაიმე ხარვეზი არსებობდა, ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული ტექნიკური მხარე და ეს ხარვეზი სწორდება“, - აღნიშნა დგებუაძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება