მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.
სკოლის დირექციამ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები გაითვალისწინა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს.
სკოლის დირექტორმა ჟანა ტაბატაძემ მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„საოცრად თბილი და პოზიტიური დღე ჩვენს სკოლაში!!!! ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ეს ახალი სასწავლო წელი თქვენს ცხოვრებაში ყოფილიყოს საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული!
განსაკუთრებით ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს - მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია. გისურვებთ რომ ჩვენი სკოლა თქვენთვის იყოს ცოდნისა და მეგობრობის ტაძარი. ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენი პირველი ნაბიჯები ცოდნის სამყაროში“,- ნათქვამია დირექტორის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ