სიახლეები
ეტალონი, სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლა

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მომავალშიც წარმატების მომტანი იქნება'' - დედოფლისწყაროს გამარჯვებული ემოციებს გვიზიარებს
09-10-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, ''დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ღონისძიება დედოფლისწყაროს N1 სკოლაში ჩატარდა და მას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი, დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ზურიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

''დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ზემო ქედის N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ელენე ჩოხელი დაეუფლა: 

ელენე ჩოხელი Etaloni.ge - ს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს და მომავალ ''ეტალონელებს'' რჩევებს აძლევს:

''ნამდვილად არ ველოდი გამარჯვებას, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. მომავალ ''ეტალონელებს'' წარმატებებს ვუსურვებ. მართლაც საოცარი შეგრძნებაა გამარჯვების მოპოვება. პირველ რიგში, მოსწავლეებს ვურჩევ, ისწავლონ ბევრი, რომ თამამი ნაბიჯების გადადგმა შეეძლოთ. წარმატების მისაღწევად ასევე დასჭირდებათ სისწრაფე და ლოგიკა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გამარჯვებით ამაყობენ. ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტული წარმატების მომტანი იქნება მომავალშიც.''

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი აღნიშნავს, რომ ''ეტალონის'' ჩატარებას ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ:

''ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი არის პატრიოტი ადამიანი, საოცრად განათლებული და კომუნიკაბელური. როცა ''ეტალონი'' ტელეეთერში გადიოდა, ყველა მოუთმენლად ველოდით მის დაწყებას. ამ პროექტში ჩართულობა არის ძალიან მაღალი. დედოფლისყაროში ინტელექტ-შეჯიბრი ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარდა. გულშემატკივრობაც კარგი იყო. ყველანი კმაყოფილები დავრჩით.''

დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ეთერ დავითაშვილი ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს მადლობას უხდის:

''ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ დედოფლისწყაროში ჩატარებული ''ეტალონით''. ძალიან კარგი ტური იყო. მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაცია აუმაღლდათ. საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ყველაფერი ორგანიზებული. ბატონმა გოჩამ და მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ყველაფერი იდეალურად ჩაატარა. ''ეტალონი'' თავისუფლად აზროვნების, ცოდნის გაღრმავების საშუალებას აძლევს მოსწავლეებს. უღრმესი მადლობა ბატონ გოჩას, სიახლეები შემოგვთავაზა, რომელთაც აუცილებლად განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ მადლობა ‘’ეტალონის’’ გუნდს ასეთი ორგანიზებული შეჯიბრისთვის. მოსწავლეებს უხარიათ ამ ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობა.''

სკოლის დირექტორი თამარ ნებიერიძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეები ''ეტალონში'' ყოველთვის სიხარულით მონაწილეობენ:

''ეტალონში'' ყოველთვის სიხარულით მინაწილეობენ ჩვენი მოსწავლეები. მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადავეცით ''ეტალონის'' სიგელები. ინტელექტ-შეჯიბრი წამახალისებელი, საინტერესო პროექტია, რომელიც ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ცოდნის წარმოჩენას უწყობს ხელს.''

დამრიგებელი ლია ნაროზაშვილი ელენეს კეთილშობილ, გულთბილ და მეგობრულ მოსწავლედ ახასიათებს: 

''ელენე ძალიან კეთილშობილი, გულთბილი, მეგობრული, ბეჯითი, მოწესრიგებული მოსწავლეა. რა დადებითი თვისებაც შეიძლება ახალგაზრდას ჰქონდეს, ყველაფერი ელენეშია თავმოყრილი. დახვეწილი, გემოვნებიანი. ყველა საგანს ათიანზე სწავლობს და ოქროს მედლის კანდიდატია. სპორტში გათვითცნობიერებული, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული. ასევე, ელენე შესანიშნავად მღერის და უკრავს, არაჩვეულებრივი ოჯახის შვილია. მისი მშობელები აქტიურად არიან მის აღზრდაში ჩართულები.''

''დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ელენე ჩოხელი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება