მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორმა რუსუდან ჭეიშვილმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. სკოლაში სწავლა დისტანციურად დაიწყო, 1 ოქტომბერს კი სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
„გვეამაყებით, ჩვენო მოსწავლეებო, თქვენ ყველაფერს შეძლებთ!
ძვირფასო ბავშვებო! ჩვენო პირველკლასელებო, ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ სკოლა. დღეიდან თქვენ განახლებული ენერგიით შეუდექით ყოველდღიურ შრომას სწრაფად განვითარებად სამყაროში წარმატების მისაღწევად.
პირველ ოქტომბერს სწავლა სკოლაში გადმოინაცვლებს. ახმაურდება მიჩუმებული კლასები. თქვენ დაგხვდებათ უსაფრთხო, ჯანსაღი და მიმზიდველი სასკოლო გარემო შინაგან მოტივაციაზე, კრეატიულ აქტივობებზე დაფუძნებით ცოდნის, დამოკიდებულების, ცხოვრებისეული ღირებულებების, უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ფასეულობების განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მინდა მივულოცო კურსდამთავრებულებს, გისურვებთ გონიერებას, სიბრძნეს, აღმოჩენების გზით სიარულს, სიახლეების წვდომას, ბედნიერ მომავალს!
მადლობა ჩვენო მშობლებო, რეგულარული იყო და იქნება თქვენი ჩართულობა თქვენი შვილების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებისა და განვითარების პროცესში.
საინტერესო, მრავალფეროვანი, გააზრებული სასწავლო პროცესი, განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული. ძლიერი, მიზანდასახული, ინიციატივიანი გუნდი, ღია თანამშრომლობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა, აღიარება. მრავალმხრივად განვითარებული მოსწავლეები, მაღალი აქტივობა, თვითეფექტიანობის მაღალი განცდა. თანამშრომლობა, გუნდურობა, სიყვარული, მხარდაჭერა მშობლებისა, საზოგადოების ნდობა და პოზიტიური დამოკიდებულება, უდიდესი შრომის, თავდადებისა და პროფესიონალიზმით, ერთობლიობით მიღწეული შედეგი-ამისთვის უამრავი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩვენო მასწავლებლებო!
გპირდებით, წლევანდელი სასწავლო პროცესი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, სასარგებლო, სიალხეებით აღსავსე, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, ყოველდღიური წარმატების, მოლოდინების გამართლების წელი“,-ნათქვამია დირექტორის, რუსუდან ჭეიშვილის წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა