მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას მაქსიმალური მზაობით შეხვდა.
სკოლამ სასწავლო პროცესი ჰიბრიდული მოდელის გარეშე, ტრადიციულად, საკლასო ოთახებში დაიწყო.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან დროულად მიღებულმა რეკომენდაციებმა საშუალება მოგვცა გაგვეთვალისწინებინა ყველა გარემოება კოვიდ 19-თან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. სკოლაში მოწყობილია საიზოლაციო ოთახი, ექიმის კაბინეტი აღჭურვილია მედიკამენტებითა და ინვენტარით; მოსწავლეები სკოლის შემოსასვლელში გაივლიან დეზობარიერსა და თერმოსკრინინგს, შემოსასვლელშივე განთავსებულია ხელსაბანი და ხელის სადეზინფექციო ხსნარი; სრულადაა აღჭურვილი და მოწესრიგებული სველი წერტილები. მშობლები ინფორმირებული არიან სასკოლო განრიგის, საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებების შესახებ.
სკოლის ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალსა და პედაგოგიურ კოლექტივს გაცნობიერებული აქვთ კოვიდ 19-თან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და იცავენ ყველა რეკომენდაციას, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ინფექციის გავრცელება“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა